ბრაზილიაში 200 ათას ყალბ ოფიციალურ ბურთს, "ჯაბულანის" და "კაფუსას" გაანადგურებენ

AutoSharing Option
ბრაზილიის საგადასახადო პოლიციამ გამოაცხადა, რომ ოკეანეში დააპატიმრა ჩინური გემი, რომელსაც დიდი ოდენობით კონტრაფაქტურული საფეხბურთო პროდუქცია (ანუ ყალბი პროდუქცია) გადაჰქონდა.

ეს ყველაფერი პორტ სანტოსთან მოხდა, სპეცოპერაციას კი "დაცული საზღვრები" ერქვა. აი, ასე ებრძვის კონფედერაციის თასისა და მუნდიალის მომავალი მასპინძელი ჩინურ კონტრაბანდას.

ჩინური გემის ბორტზე აღმოჩენილია 200 ათასი ცალი ბურთი - 2010 წლის მუნდიალის ოფიციალური ბურთის, "ჯაბულანის" გაყალბებული პროდუქცია და ასევე, 2013 წლის კონფედერაციათა თასის ყალბი "კაფუსები" (ოფიციალური ბურთი).

ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს ყალბი პროდუქცია განადგურდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული