აგენტინის ნაკრებში დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ანხელ დი მარია გამოიძახეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

22 და 26 მარტს არგენტინელებს ვენესუელელებთან და ბოლივიელებთან მოუწევთ თამაში.

გუნდში გამოძახებულია "რეალის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია, რომელიც პირველ თამაშში დისკვალიფიკაცირებულია, მეორესთვის გამოჯანმრთელდება თუ არა, ჯერ უცნობია.

არგენტინის ნაკრები

მეკარეები: სერხიო რომერო (სამპდორია), მარიანო ანდუხარი (კატანია).

მცველები: ფედერიკო ფერნანდესი (ხეტაფე), უგო კამპანიარო (ნაპოლი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), მარკოს როხო (სპორტინგი), ესეკილ გარაი (ბენფიკა), ხოსე მარია ბასანტა (მონტერეი).

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ევერ ბანეგა (ვალენსია), ხოსე სოსა (მეტალისტი), პაბლო
გინიასუ (ლიბერტადი), ვალტერ მონტილიო (სანტოსი), აუგუსტო ფერნანდესი (სელტა), ანხელ დი მარია (რეალი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (რეალი), როდრიგო პალასიო (ინტერი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ფრანკო დი სანტო (უიგანი), ესეკილ ლავეცი (პსჟ).

ასევე იხილეთ:
ანხელ დი მარია "რეალს" ორი კვირა ვერ დაეხმარება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული