საფრანგეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელმა დიდიე დეშამმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში "მამლებს" ორი მნიშვნელოვანი თამაში ელით – 22 მარტს საქართველოს უმასპინძლებენ, 26-ში კი - ესპანეთს.

ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდა პოლ პოგბა, რომელიც 15 მარტს 20 წლის გახდა. კვლავ გამოძახებულია რაფაელ ვარანი.

ნაკრებს ასევე დაუბრუნდნენ დიმიტრი პაიე, კრისტოფ ჟალე და ლოიკ რემი. ტრავმების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ ადილ რამი, ბაკარი სანია და რომენ ალესანდრინი, ხოლო ეტიენ კაპუს გამოძახებაზე უარი თავად ბასკმა სპეციალისტმა თქვა.

საფრანგეთის ნაკრები
მეკარეები:
მიკელ ლანდრო (ბასტია), უგო
ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).

მცველები: გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მატიო დებუში (ნიუკასლი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), კრისტოფ ჟალე (პარი სენ ჟერმენი), ლორან კოშიელნი (არსენალი), მამადუ სახო (პარი სენ ჟერმენი), რაფაელ ვარანი (რეალი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი).

ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), ბლეზ მატუიდი (პარი სენ ჟერმენი), დიმიტრი პაიე (ლილი), პოლ პოგბა (იუვენტუსი), მუსა სისოკო (ნიუკასლი), მატიო ვალბუენა (მარსელი).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), ჟერემი მენეზი (პარი სენ ჟერმენი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ლოიკ რემი (ქუინზ პარკ რეინჯერსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდიე დეშამი: სანამ მე ვარ, პატრის ევრა ნაკრების კაპიტანი არ იქნება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული