დიდიე დეშამი: მე ისევ მჯერა ბენზემასი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩში მასპინძელთა გუნდში ქარიმ ბენზემა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო, რის გამოც საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა რაიმონ დომენეკმა მას უსარგებლოც უწოდა.

"რეალის" ფორვარდს დამცველად ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი მოევლინა: "მე მჯერა ბენზემასი. საქართველოსთან მატჩის მერე მას სამართლიანად აკრიტიკებენ - ვერ ვუარყოფ, რომ მას მომენტები ჰქონდა და ვერ გამოიყენა. ფანები თავისუფალნი არიან არჩევანში, მათ შეუძლიათ გააკრიტიკონ ფეხბურთელი, თუმცა ახლა კარგი დრო არ არის საამისოდ, გადამწყვეტი მატჩის წინ ეს ფეხბურთელის განწყობაზე კარგად ვერ იმოქმედებს", - განაცხადა 44 წლის
სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
რაიმონ დომენეკი: ქარიმ ბენზემა მოედანზე უსარგებლოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული