"ბარსელონას" 24 წლის მცველის თამაში საფრანგეთში გამოირიცხა, რაც კიდევ ერთი საფიქრალია ესპანელთა თავკაცის, ვისენტე დელ ბოსკესთვის.
ჟორდი ალბამ უკვე დატოვა ეროვნული ნაკრების შეკრება, გუნდი მის გარეშე გაემგზავრება პარიზში.
დელ ბოსკეს ნაკრებში კიდევ ორი ფლანგის მცველი ჰყავს: ნაჩო მონრეალი და სესარ ასპილიკუეტა. თუ ასპილიკუეტა ითამაშებს, ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე დადგება, ხოლო ალვარო არბელოა მარცხნივ გადავა.
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ფინეთი 1:1 - შოკი სახელად პუკი [VIDEO]