სანტი კასორლა: ესპანეთს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სანტი კასორლამ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე აღნიშნა, რომ მისი გუნდი უკვე მიეჩვია ზეწოლას.

მისი თქმით, ესპანელებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.

"საფრანგეთთან მატჩზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ესპანეთი უკვე მიეჩვია მუდმივ ზეწოლას და იმას, რომ ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებებს ითხოვენ.

სამწუხაროდ, დადებითი შედეგის მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ დროისთვის საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია",
- თქვა კასორლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მატჩი 26 მარტს
გაიმართება.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული