ლუის სუარესმა ჩილელ მცველს სახეში მუშტი დაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრებისა და "ლივერპულის" თავდამსხმელს ლუის სუარესს ჩილეს ნაკრების მცველ გონსალო ჰარასთვის სახეში ჩარტყმის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ინციდენტი ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებებს შორის მსფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მოხდა.

სუარესმა კუთხურის დროს მეტოქე ფეხბურთელს სახეში მუშტი დაარტყა. არბიტრმა ეპიზოდი ვერ შეამჩნია და ურუგვაელი არ დასაჯა.

თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ფიფა არბიტრის მოხსენებას ელოდება, რომ გონსალო ჰარას საჩივარს გამოეხმაუროს. სუარესმა შესაძლოა მომდევნო მატჩი გამოტოვოს, რომელსაც ურუგვაი ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებებს შორის შეხვედრა ჩილეს
გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ურუგვაი ჯგუფში მე-6 ადგილს იკავებს.

VideoSportall.Ge
ლუის სუარესმა ჩილელ მცველს სახეში მუშტი დაარტყა


მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული