მუნდიალი 2014. სტატისტიკა: მესუთ იოზილის 5+5

AutoSharing Option
გუნდური სტატისტიკა

* 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩატარდა 559 მატჩი, გასამართი დარჩა კიდევ 261 შეხვედრა.

* 559 შეხვედრაში გავიდა 1 640 გოლი, რაც საშუალოდ 2,93 გოლია მატჩში. მასპინძლებმა მოიგეს შეხვედრების 48%, 22% ფრედ დასრულდა, მატჩების 30% სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ყველა შეხვედრაში ერთად მსაჯებმა გასცეს 1 926 ყვითელი და 61 წითელი ბარათი.

* ევროპის ზონაში 383 გოლი გავიდა, სულ კი 1 268 ფეხბურთელმა ითამაშა.

* ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს ახალი კალედონიის (36 გოლი) და ანტიგუა/ბარბუდის (32) ნაკრებებმა.

* ევროპის ზონაში
ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს: გერმანიამ (22 გოლი), ინგლისმა (21) და ჰოლანდიამ (20). მატჩში საშუალო მაჩვენებლით გერმანია პირველია - 3,7, რომელსაც ოდნავ ჩამორჩება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები - 3,6.

* ორ ნაკრებს ევროპის ზონაში ჯერ გოლი არ გაუტანია - ანდორას და სან მარინოს, ხოლო მალტის ანგარიშზე 1 გოლია.

* ამ მხრივ ვერც ჩვენი ნაკრები დაიკვეხნის - თემურ ქეცბაიას გუნდმა სულ 3 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 ნაკრებს ჯობნის.

* ევროპის ზონაში რუსეთის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია. ბელგიელთა და შვეიცარიელთა კარი კი მხოლოდ თითოჯერ აიღეს. ყველაზე მეტი გოლი გაუშვა სან მარინომ - 29. მეორე ადგილზეა ანდორა - 17.

* ევროპის ზონაში ყველაზე მეტი, 3-3 პენალტი გაიტანეს უნგრეთმა და უელსმა.

* ევროპის ზონაში ყველაზე ნაკლები თამაში ფინეთის ნაკრებმა ითამაშა - 3.

* ევროპის ზონაში ყველაზე მეტი მოგება აქვს ჰოლანდიას - 6, 11 ნაკრებს კი მოგება ჯერ არ აქვს.

* ევროპის ზონაში ყველაზე მეტი ფრე ითამაშა ბულგარეთის ნაკრებმა - 4.

* ევროპის ზონაში დაუმარცხებლად 13 ნაკრები ასპარეზობს.

* ქულა არ დაუკარგავთ ჰოლანდიას (6 თამაში - 6 მოგება) და რუსეთს (4 თამაში - 4 მოგება).

* ქულა არ მოუპოვებიათ ფარერის კუნძულებს (4 თამაში - 4 წაგება), მალტას (5 თამაში - 5 წაგება), ანდორას (6 თამაში - 6 წაგება) და სან მარინოს (6 თამაში - 6 წაგება).

ბომბარდირები: 7 - ედინ ჯეკო (ბოსნია); 6 - ტომერ ჰემედი (ისრაელი); 5 - ვედად იბიშევიჩი (ბოსნია), მესუთ იოზილი (გერმანია), მარკო როისი (გერმანია), უეინ რუნი (ინგლისი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია); 4 - გარეთ ბეილი (უელსი), ედენ ბენ ბასატი (ისრაელი), ანდრია დელიბაშიჩი (ჩერნოგორია), ფრენკ ლამპარდი (ინგლისი), იერემაინ ლენსი (ჰოლანდია), ელდერ პოშტიგა (პორტუგალია), ზვიეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია), პედრო როდრიგესი (ესპანეთი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰოლანდია).

საგოლე პასები: 5 - მესუთ იოზილი (გერმანია); 4 - ჟოაო მოუტინიო (პორტუგალია), ბიბრას ნატხო (ისრაელი), ანდრეა პირლო (იტალია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი); 3 - მარკო არნაუტოვიჩი (ავსტრია), სტევან იოვეტიჩი (ჩერნოგორია), ზვიეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია), თომას მიულერი (გერმანია).

უახლოესი მატჩები (ევროპა)

7 ივნისი
ავსტრია-შვედეთი, ირლანდია-ფარერები, ლიტვა-საბერძნეთი, ლატვია-ბოსნია, ლიხტენშტეინი-სლოვაკეთი, ალბანეთი-ნორვეგია, ისლანდია-სლოვენია, ჩერნოგორია-უკრაინა, მოლდოვა-პოლონეთი, ხორვატია-შოტლანდია, პორტუგალია-რუსეთი, აზერბაიჯანი-ლუქსემბურგი, სომხეთი-მალტა, ფინეთი-ბელორუსი, ბელგია-სერბეთი.

8 ივნისი
შვეიცარია-კვიპროსი, ჩეხეთი-იტალია.

11 ივნისი
ბელორუსი-ფინეთი, შვედეთი-ფარერები, დანია-სომხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი, ძალიან საჭიროა ასეთი ფართე მიმოხილვები. კარგი იქნებოდა ასევე რომ განიხილებოდეს რაგბი და კალთბურთიც.
გიორგი
28 მარტი 2013 12:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული