კუნგ ფუ საფეხბურთო მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
დაივიწყეთ ნანის უხეშობა მადრიდის "რეალთან" მატჩში! ის, რაც 2014 წლის მუნდიალის მატჩში უკრაინელმა ტარას სტეპანენკომ ჩაიდინა, უბრალოდ, უნდა ნახოთ - აღწერა შეუძლებელია.

უკრაინის ნაკრებმა 2:1 მოუგო მოლდოვას. მატჩის ბოლო წუთებზე ტარას სტეპანენკომ კინაღამ სამუდამოდ დაასახიჩრა მოლდოველთა მცველი ვიტალი ბორდიანი - უკრაინელი საჰაერო დუელში ფეხით წავიდა და... დანიელი რეფერი კენ ჰანსენისგან უმალ წითელი ბარათი მიიღო.

სხვათა შორის, ამ თამაშში არც უკრაინელი მაყურებელი მოიქცა კარგად. მათ ტრიბუნებიდან გუნდები დაუშინეს მოლდოველთა მეკარეს.

VideoSportall.Ge
კუნგ ფუ საფეხბურთო მოედანზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული