მუნდიალი 2014: დანიელები სომხურ დინამიტზე აფეთქდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს ევროპაში 2014 წლის მუნდიალის სამ სხვადასხვა შესარჩევ ჯგუფში სამი მატჩი გაიმართა.

აქედან ორი წყვილი განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის. ბელორუსისა და ფინეთის შეხვედრა საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფისა იყო - მატჩი 1:1 დასრულდა, მასპინძლებმა ბოლოსკენ გადაარჩინეს ქულა. სლავები წამოგვეწივნენ ქულებით (4 ქულა), თუმცა ბოლო ადგილზე დარჩნენ.

ამ რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიას გუნდი ამხანაგურ დაპირისპირებაში დანიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. წუხელ კი იგივე გუნდს მისსავე მოედანზე ბოლო მოუღო სომხეთის ნაკრებმა - 4:0!

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



თავი სომეხთა სამივე ლიდერმა გამოიჩინა: იურა მოვსისიანმა დუბლი
შეასრულა, ჰენრიხ მხითარიანმა და არაზ ოზბილიზმა კი თითოჯერ დაამწუხრეს "ბეტისის" ახალწვეული სტეფან ანდერსენი. თამამად შეიძლება თქმა, რომ დანიელებს ბრაზილიაში არაფერი ესაქმებათ და ალბათ, არც იქნებიან.

დღის მესამე შეხვედრაში შვედეთის ნაკრებმა ფარერის კუნძულების გუნდი 2:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კიდევ კაი, სომხებთან არ მოვხვდით ერთ ჯგუფში?! ხომ გადაგვივლიდნენ და გამისკდებოდა კიდეც გული. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ 7:0 დავარჭვეთ
merabi
02:12 12-06-2013
0
საღოლ სომხებს, საღოლ!
გია
02:39 12-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული