მუნდიალი 2014. ევროპა: კიდევ სამი გაირკვა: გერმანია, ბელგია და შვეიცარია [VIDEO]

AutoSharing Option
11 ოქტომბერს ევროპაში 2014 წლის მუნდიალის მორიგი შესარჩევი მატჩები გაიმართა - "ბებერი კონტინენტიდან" კიდევ სამი ნაკრების ვინაობა გაირკვა, რომლებიც ბრაზილიაში გაემგზავრებიან. ესენია: ბელგია, გერმანია და შვეიცარია. ისინი შეუერთდნენ ჰოლანდიასა და იტალიას.

4 ქვეჯგუფში კიდევ ღიადაა პირველადგილოსნის საკითხი, თუმცა აქედან ორში ეს უფრო სიმბოლურია - რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებს სასწაული თუ შეუშლის ხელს სამშაბათს საგზურების მოპოვებაში. საბრძოლველი დარჩა G და H ჯგუფებში.

A ჯგუფი
ბელგიის შესანიშნავმა ნაკრებმა მუნდიალის საგზური ერთი ტურით ადრე, ზაგრებში მოპოვებული გამარჯვებით გაინაღდა. მარკ ვილმოტსის გუნდს რომელუ ლუკაკუმ
მოაგებინა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ხორვატიის ნაკრები მეორე ადგილზე დარჩება და მუნდიალზე გამგზავრების უფლების მოპოვებას პლეი ოფში ეცდება.

ხორვატია-ბელგია 1:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (15), 0:2 ლუკაკუ (38), 1:2 კრანჩარი (83)
ხორვატია (3-4-2-1): პლეტიკოშა - სტრინიჩი, ლოვრენი, ჩორლუკა - ვიდა, კოვაჩიჩი (65. ვუკოიევიჩი), მოდრიჩი, ვრსალიკო - რაკიტიჩი (76. კრანჩარი), პერიშიჩი (46. კალინიჩი) - მანჯუკიჩი
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, ლომბერტსი, ვერტონგენი - ვიტსელი, დეფური (84. დემბელე) - დე ბრუინი (65. მირალასი), ფელაინი, აზარი - ლუკაკუ (69. ჩადლი)
მაყურებელი: 12 000

უელსი-მაკედონია 1:0
გოლი: 1:0 ჩერჩი (67)
უელსი (4-3-3): ჰენესი - განტერი, ჯონი, კოლინსი, ნ. ტეილორი - ვონი, რემსი, კინგი - ბელამი, რობსონ-კანუ, ჩერჩი (90. ისტერი)
მაკედონია (4-2-3-1): პაჩოვსკი - რისტოვსკი, შიკოვი, ნოვესკი, ალიოსკი - დემირი (85. კოსტოვსკი), სტიეპანოვიჩი (75. ტოფილოსკი) - ივანოვსკი (80. ტრაიკოვსკი), რანჯელოვიჩი, იბრაიმი - პანდევი
გამოუყენებელი პენალტი: რემსი (85. უელსი)
მაყურებელი: 11 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 9 8 1 0 17-3 25
2. ხორვატია 9 5 2 2 12-7 17
3. სერბეთი 9 3 2 4 13-10 11
4. უელსი 9 3 0 6 8-19 9
5. შოტლანდია 9 2 2 5 6-12 8
6. მაკედონია 9 2 1 6 6-11 7

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
სერბეთი-მაკედონია, ბელგია-უელსი, შოტლანდია-ხორვატია

B ჯგუფი
9-კაციან ბულგარეთს სომხეთის ნაკრებმა შეხვედრის ბოლოსკენ გატანილი გოლით მოუგო და მეორე ადგილზე გასვლის მინიმალურზე მინიმალური შანსი შეინარჩუნა.

დანიას მეორე ადგილი ჯიბეში ედო, მაგრამ ცვლილებაზე შემოსულმა ალბერტო აკვილანიმ ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა და "დანიურ დინამიტს" უმნიშვნელოვანესი ორი ქულა წაართვა.

ახლა, დანიამ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა იმარჯვოს და იმის იმედი ჰქონდეს, რომ ბულგარეთი ჩეხეთს ან ვერ მოუგებს, ან მხოლოდ მინიმალური სხვაობით სძლევს.

სომხეთი-ბულგარეთი 2:1
გოლები: 1:0 იოზბილიზი (45), 1:1 ი. პოპოვი (61), 2:1 მოვსისიანი (87)
სომხეთი (4-2-3-1): ბერეზოვსკი - კ. ჰოვჰანისიანი, არზუმანიანი (12. ალექსანიანი), მქოიანი, ჰაირაპეტიანი - მხითარიანი, მკრტჩიანი - იოზბილიზი (54. პიცელი), სარქისოვი (90. მანოიანი), ღაზარიანი - მოვსისიანი
ბულგარეთი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, ი. ივანოვი, ბოდუროვი, ზანევი - გაჯევი, დიაკოვი - მანოლევი (59. ა. ტონევი), მილანოვი (76. ჰრისტოვი), ი. პოპოვი - გარგოროვი (69. ზლატინსკი)
გაძევება: ბოდუროვი (44. ბულგარეთი), დიაკოვი (63. ბულგარეთი)
მაყურებელი: 14 000

მალტა-ჩეხეთი 1:4
გოლი: 0:1 ჰიუბშმანი (3), 0:2 ლაფატა (33), 1:2 მიფსუდი (48), 1:3 ვ. კადლეცი (51), 1:4 პეკჰარტი (90)
მალტა (4-3-2-1): ჰაბერი - ა. მუსკატი, დიმეკი, კარუანა (57. აგიუსი), ფაილია (87. რ. ფენეკი) - კამილერი (80. პ. ფენეკი), მინტოფი, ბრიფა - კოენი, რ. მუსკატი - მიფსუდი
ჩეხეთი (4-3-2-1): ჩეხი - რაიტორალი, სივოკი, სუხი, მ. კადლეცი - პლაშილი, ჰიუბშმანი, ჰუსბაუერი (90. ვანეკი) - ლაფატა (85. ირაჩეკი), დოკალი - ვ. კადლეცი (74. პეკჰარტი)
მაყურებელი: 6 000

დანია-იტალია 2:2
გოლები: 0:1 ოსვალდო (28), 1:1 ბენდტნერი (45), 2:1 ბენდტნერი (79), 2:2 აკვილანი (90)
დანია (4-2-3-1) ანდერსენი - ლ. იაკობსენი, ბიელანდი, კიაერი, ბოილესენი - ზიმლინგი (82. ანდრეასენი), კვისტი - კრონ-დელი, ერიკსენი, ბრაიტვეიტი (46. ე. ლარსენი) - ბენდტნერი (84. მაკიენოკი)
იტალია (4-3-2-1): ბუფონი - დე სილვესტრი, რანოკია, კიელინი, ბალძარეტი - ტიაგო მოტა, მარკიზიო (68. აკვილანი), მონტოლივო (82. ჯილარდინო) - კანდრევა, დიამანტი (77. ჩერჩი) - ოსვალდო
მაყურებელი: 42 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 9 6 3 0 17-7 21
2. ბულგარეთი 9 3 4 2 14-8 13
3. დანია 9 3 4 2 11-12 13
4. ჩეხეთი 9 3 3 3 12-9 12
5. სომხეთი 9 4 0 5 10-11 12
6. მალტა 9 1 0 8 5-22 3

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
ბულგარეთი-ჩეხეთი, დანია-მალტა, იტალია-სომხეთი

C ჯგუფი
ჯგუფში საშინაო მატჩები მოიგეს გერმანიამ და შვედეთმა. ბუნდესგუნდმა პირველი ადგილი გაინაღდა, სკანდინავიელებმა კი მეორე პოზიცია და პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღეს.

ფარერები-ყაზახეთი 1:1
გოლები: 1:0 ჰ. ჰანსონი (41), 1:1 ფინონჩენკო (55)
ფარერები (4-3-2-1): გ. ნილსენი - ნესი, ი. დავიდსენი, ბალდვინსონი, ვ. დავიდსენი - ბენიამინსენი, უდსენი (77. ს. ოლსენი), იუსტინუსენი - ჰ. ჰანსონი, ჰოლსტი - ედმუნდსონი (77. კლეტსკარდი)
ყაზახეთი (4-3-2-1): სიდელნიკოვი - გორმანი, კისლიცინი, ენგელი, კორობკინი - მულდაროვი (80. ლოგვინენკო), ჟუმასკალიევი (71. ბაიჟანოვი), შომკო - ბოგდანოვი, ხიჟნიჩენკო - ფინონჩენკო (90. შჩეტკინი)
მაყურებელი: 2 000

გერმანია-ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ხედირა (12), 2:0 შიურლე (58), 3:0 იოზილი (90)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ბოატენგი, იანსენი - ხედირა, (82. კრუზე) შვაინშტაიგერი - შიურლე (86. გიოტცე), იოზილი, კროოსი - მიულერი (88. სემი)
ირლანდია (4-2-3-1): ფორდი - კოულმენი, კლარკი, დელანი, კელი - გიბსონი, უილსონი - უელანი, მაკკარტი, დოილი - სტოუქსი
მაყურებელი: 46 237

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვედეთი-ავსტრია 2:1
გოლები: 0:1 ჰარნიკი (29), 1:1 მარტინ ოლსონი (56), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (86)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი (65. დურმაზი), პ. ნილსონი, ანტონსონი, მარტინ ოლსონი - ს. ლარსონი, ა. სვენსონი (81. ვერნბლუმი), რ. ელმი (73. კალსტრომი), კაჩანიკლიჩი - ელმანდერი, იბრაჰიმოვიჩი
ავსტრია (3-4-3): ალმერი - პრიოდლი, პოგატეცი, დრაგოვიჩი - გარიჩი, იუნუზოვიჩი (64. ლაიტგები), ალაბა, ფუხსი - ჰარნიკი (74. ვაიმანი), იანკო (80. ივანშიტცი), არნაუტოვიჩი
გაძევება: არნაუტოვიჩი (90. ავსტრია)
მაყურებელი: 53 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 9 8 1 0 31-7 25
2. შვედეთი 9 6 2 1 16-9 20
3. ავსტრია 9 4 2 3 17-10 14
4. ირლანდია 9 3 2 4 13-16 11
5. ყაზახეთი 9 1 2 6 5-18 5
6. ფარერები 9 0 1 8 4-26 1

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
ირლანდია-ყაზახეთი, შვედეთი-გერმანია, ფარერები-ავსტრია

D ჯგუფი
ერთ-ერთი ყველაზე საოცარი შედეგი ამსტერდამში დაფიქსირდა - ჰოლანდიამ უნგრეთი მიწასთან გაასწორა, რაც პირველი შემთხვევა არ არის - 2010 წლის მუნდიალის წინ "ორანიემ" მეტოქეს 6:1 მოუგო, პირველ წრეში კი ბუდაპეშტში 4:1 იმარჯვა.

ამ ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა.

ანდორა-რუმინეთი 0:4
გოლები: 0:1 კესერიუ (42), 0:2 სტანჩუ (54), 0:3 ტორიე (62-პენ), 0:4 ლაზარი (85)
ანდორა (4-2-3-1): ფერან პოლი - ადრი როდრიგესი (79. ი. ლორენსო), ე. გარსია, მარკ ვალესი (63. სონეიე), მ. გარსია - ხ. აიალა, მ. ვიეირა - კ. მარტინესი, მ. პუიოლი (74. ე. პეპე), ს. მორენო - გ. რიერა
რუმინეთი (4-4-2): ლობონტი - მატელი, გოიანი, ჩირიჩეში, ლატოვლევიჩი - ტორიე, მაქსიმი (69. ტანასე), ბურჩეანუ, ლაზარი - კესერიუ (58. მარიკა), სტანჩუ (82. გროზავი)
მაყურებელი: 1 500

ესტონეთი-თურქეთი 0:2
გოლები: 0:1 უმუთ ბულუთი (22), 0:2 ბურაქ ილმაზი (47)
ესტონეთი (4-2-3-1): პარეიკო - კამსი (66. კინკი), პიიროია (34. რეინტამი), კლავანი, ტენისტე - ვუნკი, დმიტრიევი - ოიამა (75. პური), ვასილიევი, კრუგლოვი - ზენიოვი
თურქეთი (4-4-2): ვოლქან დემირელი - გიოკჰან გიონული, სემიჰ ქაია, ომერ თოფრაქი, ერქინი - თიორე, (83. ფოთუქი) მეჰმეთ თოფალი, ინანი, არდა თურანი (87. ადინი) - ბურაქ ილმაზი (80. შაჰანი), უმუთ ბულუთი
მაყურებელი: 9 000

ჰოლანდია-უნგრეთი 8:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (16), 2:0 სტროოტმანი (25), 3:0 ლენსი (38), 4:0 ვან პერსი (44), 4:1 ჯუჯაკი (47-პენ), 5:1 ვან პერსი (53), 6:1 დევეჩერი (65-საკ. კარში), 7:1 ვან დერ ვაარტი (86), 8:1 რობენი (90)
ჰოლანდია (4-3-3): ვორმი - იანმაატი, ბრუმა, ვლაარი, ბლინდი - ნ. დე იონგი, ვან დერ ვაარტი, სტროოტმანი (81. ფერი) - რობენი, ვან პერსი (61. კუიტი), ლენსი
უნგრეთი (4-4-2): ბოგდანი - გუზმიჩი, ვანჩაკი, კადარი (46. დევეჩერი), კორჩმარი - ვარგა, ბიოდე, ჰაინალი (46. ელეკი), ჯუჯაკი - კომანი, ნემეტი (79. ნიკოლიჩი)
გაფრთხილება: ნ. დე იონგი - დევეჩერი, ნემეტი, გუზმიჩი
მაყურებელი: 52 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 9 8 1 0 32-5 22
2. თურქეთი 9 5 1 3 16-7 16
3. რუმინეთი 9 5 1 3 17-12 16
4. უნგრეთი 9 4 2 3 19-20 14
5. ესტონეთი 9 2 1 6 6-18 7
6. ანდორა 9 0 0 9 0-28 0

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
უნგრეთი-ანდორა, რუმინეთი-ესტონეთი, თურქეთი-ჰოლანდია

E ჯგუფი
შვეიცარიის ნაკრები მუნდიალზეა! ოტმარ ჰიტცფელდის გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა ალბანეთში მისმა შეგირდებმა სულაც მოიგეს.

ბედის ირონიით, სტუმართა პირველი გოლის შემოქმედნი ეთნიკური ალბანელები იყვნენ - გრანიტ ჯაკას პასით ჯერდან შაჩირიმ გაიტანა.

მეორე ადგილისთვის კი ისლანდია და სლოვენია იბრძოლებენ, ბოლო ტურში ორივე გუნდი სტუმრად თამაშობს. ამ ჯგუფში სლოვენიელი მილივოიე ნოვაკოვიჩის ჰეთთრიკს გამოვყოფთ ნორვეგიელთა კარში.

ალბანეთი-შვეიცარია 1:2
გოლები: 0:1 შაჩირი (48), 0:2 ლანგი (79), 1:2 სალიჰი (89-პენ)
ალბანეთი (4-3-3): ბერიშა - ლილა, კანა, მავრაი, აგოლი - ბულკუ, კაცე, გაში (55. როში) - აბრაში (64. ჰიკა), სალიჰი, რამა (85. მეჰმეტი)
შვეიცარია (4-2-3-1): ბენალიო - ლანგი, სხარი, ფონ ბერგერი, როდრიგესი - ბერამი, ინლერი - შაჩირი (54. მეჰმედი), ჯაკა, შტოკერი (68. ფერნანდესი) - სეფეროვიჩი (90. ძემალი)
მაყურებელი: 18 000

სლოვენია-ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (13), 2:0 ნოვაკოვიჩი (15), 3:0 ნოვაკოვიჩი (49)
სლოვენია (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი - ბრეშკო, ილიჩი, სესარი, სტრუნა - მერტელი - პეჩნიკი (70. ლიუბიანკიჩი), კამპლი (81. კრჰინი), კურტიჩი, კირმი - ნოვაკოვიჩი (92. ბეჟიაკი)
ნორვეგია (4-2-3-1): იარსტეინი - ელაბდელაუი, ბიორდალი, ჰანგელანდი, ჰიოგლი - იოჰანსენი, ეიკრემი (73. სტორფლორი) - სკიელბრედი, ბრაატენი (61. კამარა), ელიუნუსი - აბდელაუე (80. იონსენი)
მაყურებელი: 11 000

ისლანდია-კვიპროსი 2:0
გოლები: 1:0 სიგტორსონი (60), 2:0 გ. სიგურდსონი (76)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - ბიარნასონი, ა. გუნარსონი (78. დანიელსონი), გ. სიგურდსონი (82. გისლასონი), გუდმუნდსონი - გუდიონსენი (66. ფინბოგასონი), სიგტორსონი
კვიპროსი (4-3-2-1): გეორგალიდესი - ხარალამბუსი, მერტაკასი, მერკისი, ვასილიუ - ალონეფტისი, დემეტრიუ, ლაბანი - ხარალამბიდესი (68. ეფრემი), მიტიდისი (81. სოტირიუ) - ალექსანდრუ (84. პავლუ)
მაყურებელი: 9 767

თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 9 6 3 0 16-6 21
2. ისლანდია 9 5 1 3 16-14 16
3. სლოვენია 9 5 0 4 14-10 15
4. ნორვეგია 9 3 2 4 9-12 11
5. ალბანეთი 9 3 1 5 9-11 10
6. კვიპროსი 9 1 1 7 4-15 4

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
კვიპროსი-ალბანეთი, ნორვეგია-ისლანდია, შვეიცარია-სლოვენია

F ჯგუფი
რუსეთის ნაკრებმა შეინარჩუნა პოულ-პოზიცია ბოლო ტურის წინ და ამაში გასაკვირიც არაფერია - მეტოქე ხომ უსუსური ლუქსემბურგი იყო, რომელსაც ფაბიო კაპელოს ბიჭებმა 4:0 მოუგეს.

აქ ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, თუმცა ფაქტია, სლავებს მუნდიალის საგზურის პირდაპირ მოპოვების უკეთესი შანსები აქვთ, ვიდრე პორტუგალიელებს, რომელთაც შინ ვერ მოუგეს ისრაელის ნაკრებს და ახლა მხოლოდ სასწაული ააცილებთ პლეი ოფს.

აზერბაიჯანი-ჩრდ. ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 დადაშოვი (58), 2:0 შუკუროვი (95)
აზერბაიჯანი (4-2-3-1): აგაევი - შუკუროვი, რამალდანოვი, სადიგოვი, ალაჰვერდიევი - ქარაევი, ამირგულიევი - აბდულაევი (82. იოზკარა), ალიევი, ნადიროვი (46. ჰუსეინოვი) - დადაშოვი (93. გუსეინოვი)
ჩრდ. ირლანდია (4-1-3-2): კეროლი - ქეზქარტი, ნორვუდი, ევანსი, მაკოული - ბრანტი (74. მაკკეი) - ჰოდსონი (66. მაკგინი), დევისი, ფერგიუსონი - პატერსონი, უორდი (84. გრიგი)
გაძევება: ევანსი (94)
მაყურებელი: 7 000

ლუქსემბურგი-რუსეთი 0:4
გოლები: 0:1 სამედოვი (9), 0:2 ფაიზულინი (39), 0:3 გლუშაკოვი (45), 0:4 კერჟაკოვი (73)
ლუქსემბურგი (4-4-2): იუბერტი - ლატერზა, ფილიპსი, იანსი, იანიში - და მოტა (62. ბასტოსი), ჟერსონი, მუტში, ბენსი - ლუისი (76. მარტინო), ტურპელი (31. პაიალი)
რუსეთი (4-3-2-1): აკინფეევი - კოზლოვი, ვ. ბერეზუცკი, გრანატი (46. ჟირკოვი (65. ბისტროვი)), კომბაროვი (85. კომბაროვი) - შიროკოვი, გლუშაკოვი, ფაიზულინი - სამედოვი, კოკორინი - კერჟაკოვი
მაყურებელი: 5 354

პორტუგალია-ისრაელი 1:1
გოლები: 1:0 რ. კოშტა (27), 1:1 ბენ ბასატი (85)
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - ა. ალმეიდა, პეპე, რ. კოშტა, ანტუნეში - რუბენ მიკაელი (65. ჟოსუე), ველოზო (87. ედერი), მოუტინიო - ნანი, უ. ალმეიდა (70. ნ. ოლივეირა), რონალდო
ისრაელი (4-1-3-2): ავატე - მეშუმარი, ბენ ჰაიმი, ტიბი, იენი - ბენ ჰარუში - რადი (67. რაფაელოვი), ნატხო, ზაჰავი (84. დამარი) - ბარდა (60. დავიდაზდე), ბენ ბასატი
მაყურებელი: 35 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 9 7 0 2 19-4 21
2. პორტუგალია 9 5 3 1 17-9 18
3. ისრაელი 9 3 4 2 18-13 13
4. აზერბაიჯანი 9 1 5 3 6-10 8
5. ჩრდ. ირლანდია 9 1 3 5 8-16 6
6. ლუქსემბურგი 9 1 3 5 7-23 6

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
აზერბაიჯანი-რუსეთი, ისრაელი-ჩრდ. ირლანდია, პორტუგალია-ლუქსემბურგი

G ჯგუფი
ბალტიურ დერბის სულ 2 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ცოტა არ იყოს, საკვირველია. ბოსნიამ კი ბრწყინვალედ ჩაატარა შეხვედრა ჯუჯა ლიხტენშტაინთან, ხოლო ევროპაში მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბომბარდირმა ედინ ჯეკომ კიდევ ორი გოლი შემატა აქტივს.

მუნდიალის საგზურს ან ბოსნია მოიპოვებს, ანა ც საბერძნეთი.

ლიტვა-ლატვია 2:0
გოლები: 1:0 ჩერნიხი (7), 2:0 მიკოლიუნასი (68)
ლიტვა (4-4-2): არლაუსკისი - ვაიტკუნასი, ზალიუკასი, კიანსკასი, ბოროვსკი - კალონასი, ივაშკევიჩიუსი, მიკოლიუნასი (58. რაზულისი), ჩერნიხი (72. ვალსკისი) - პანკა, მატულევიჩიუსი (58. სირგედასი)
ლატვია (4-4-2): ვანინგსი - ბულვიტისი, გორკსი, მაკსიმენკო, გაბოვსი (73. კოვალიოვსი) - რაკელსი (66. ლუკიანოვსი), ზიუზინსი, ლაიზანსი, ფერტოვსი - საბალა, ვერპაკოსვსკისი (77. ვიშნიაკოვსი)
მაყურებელი: 2 000

ბოსნია-ლიხტენშტაინი 4:1
გოლები: 1:0 ჯეკო (27), 2:0 მისიმოვიჩი (34), 3:0 იბიშევიჩი (38), 4:0 ჯეკო (39), 4:1 ნ. ჰასლერი (61)
ბოსნია (4-4-2): ბეგოვიჩი - ვრსაევიჩი, ბიკაკჩიჩი, სპაჰიჩი, ლულიჩი (62. კვრჟიჩი) - მისიმოვიჩი, პიანიჩი (62. ჰაიროვიჩი), მედუნიანინი (62. იბრიჩიჩი), სალიჰოვიჩი - იბიშევიჩი, ჯეკო
ლიხტენშტაინი (4-2-3-1): იეჰლე - ა. კრისტენი, კინტანსი (57. ერნე), შტოკლასა, ოირი - პოლვერინო, კაუფმანი - დ. ჰასლერი (80. ერისი), მ. კრისტენი (64. ილდიზი), გუბშერი - ნ. ჰასლერი.
მაყურებელი: 10 000

საბერძნეთი-სლოვაკეთი 1:0
გოლი: 1:0 შკრტელი (44 ს.კ.)
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - ტოროსიდისი, მანოლასი, პაპასტატოპულოსი, ოლებასი - მანიატისი, ციოლისი - სალპინგიდისი (76. კარაგუნისი), სამარასი, ხრისტოდოლოპულოსი (57. ნინისი) - მიტროგლუ (89. ფეტფაციძისი)
სლოვაკეთი (4-2-3-1): მუხა - პეკარიკი, შკტრელი, დურიცა, ჰუბოჩანი - კუჩკა, პეკოვსკი (63. გუედი) - შესტაკი (63. იაკუბკო), სტოხი, ვეისი - ნემეცი (77. დურისი)
მაყურებელი: 21 067

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 9 7 1 1 29-6 22
2. საბერძნეთი 9 7 1 1 10-4 22
3. სლოვაკეთი 9 3 3 3 9-8 12
4. ლიტვა 9 3 2 4 9-10 11
5. ლატვია 9 2 1 6 8-18 7
6. ლიხტენშტაინი 9 0 2 7 4-23 2

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
საბერძნეთი-ლიხტენშტაინი, ლიტვა-ბოსნია, ლატვია-სლოვაკეთი

H ჯგუფი
ევროპაში ყველაზე მეტი მაყურებელი "უემბლიზე" შეიკრიბა - 80 ათასზე მეტ ფანს არც უნანია - ინგლისის ნაკრებმა 4:1 დაამარცხა ჩერნოგორია.

ახლა ფეხბურთის სამშობლოს შვილებს მხოლოდ უკრაინის ნაკრები დარჩათ კონკურენტად, რომელსაც იოლი გასეირნება ელის სან მარინოში. თუმცა ყველაფერი როი ჰოჯსონის გუნდის ხელშია.

მოლდოვა-სან მარინო 3:0
გოლები: 1:0 ფრუნზა (55), 2:0 სიდორენკო (59), 3:0 სიდორენკო (89)
მოლდოვა (4-1-4-1): ჩებანუ - ბორდიანი, გოლოვატენკო, იონიცა, არმაში - გაცანი (86. კოჟოკარი) - სიდორენკო, ანდრონიჩი (68. სუვოროვი), დოროში (46. ანტონიუკი), დედოვი - ფრუნზა.
სან მარინო (4-1-4-1): ა. სიმონჩინი - ვიტაიოლი, დ. სიმონჩინი, დელა ვალე, პალაცი - ბერეტი (64. ბატისტინი) - ვალენტინი (80. ლ. გასპერონი), ჩერველინი, ა. გასპერონი, ჩიბელი - რინალდი (82. ბიანკი)
მაყურებელი: 5 000

უკრაინა-პოლონეთი 1:0
გოლი: 1:0 იარმოლენკო (64)
უკრაინა (4-3-2-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - როტანი, ედმარი (92. ბეზუსი), სტეპანენკო - იარმოლენკო (90. გუსევი), კონოპლიანკა - ზოზულია (61. დევიჩი)
პოლონეთი (4-2-3-1): ბორუცი - იედრჟეიჩიკი, სუკალა, გლიკი, ვოიტკოვიაკი - კრიჟოვიაკი, მ. ლევანდოვსკი - ბლაშჩიკოვსკი, კლიხი (66. მიერჟიევსკი), სობოტა (61. პეშკო) - რ. ლევანდოვსკი (76. ზიელინსკი)
მაყურებელი: 39 126

ინგლისი-ჩერნოგორია 4:1
გოლები: 1:0 რუნი (48), 2:0 ბოშკოვიჩი (62. ს.კ.), 2:1 დამიანოვიჩი (71), 3:1 ტაუნსენდი (78), 4:1 სტარიჯი (93-პენ)
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოლკერი, კეჰილი, იაგიელკა, ბეინესი - ჯერარდი (87. მილნერი), ლამპარდი (65. კერიკი) - ტაუნსენდი (80. უილშირი), რუნი, უელბეკი - სტარიჯი
ჩერნოგორია (4-4-1-1): პოლეკშიჩი - პავიჩევიჩი (57. ბეჩირაი), იოვანოვიჩი, სავიჩი, ვოლკოვი (72. ვუკჩევიჩი) - კეჩოევიჩი, ბოშკოვიჩი, დრინჩიჩი, ზვეროტიჩი - იოვეტიჩი (81. კასალიცა) - დამიანოვიჩი
მაყურებელი: 83 807
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 9 5 4 0 29-4 19
2. უკრაინა 9 5 3 1 20-4 18
3. ჩერნოგორია 9 4 3 2 16-12 15
4. პოლონეთი 9 3 4 2 18-10 13
5. მოლდოვა 9 2 2 5 7-15 8
6. სან მარინო 9 0 0 9 1-46 0

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
სან მარინო-უკრაინა, ჩერნოგორია-მოლდოვა, ინგლისი-პოლონეთი

I ჯგუფი
ესპანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს ალბასეტეში მოგებული დაუხვდება - ახლა ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს მხოლოდ ქულა აშორებს მუნდიალის საგზურთან.

სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა არცთუ დამაჯერებლად ითამაშა ბელარუსთან და მხოლოდ 2:1 მოიგო.

ბელარუსთა მარცხმა კი ერთი რამ გაარკვია - თემურ ქეცბაიას გუნდი ბოლო ადგილზე არ დაასრულებს შესარჩევ ციკლს.

ესპანეთი-ბელარუსი 2:1
გოლები: 1:0 ჩავი (61), 2:0 ნეგრედო (78), 2:1 კორნილენკო (89)
ესპანეთი (4-3-3): ვალდესი - არბელოა, ს. რამოსი, პიკე, მონრეალი (46. ინიესტა) - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (84. ი. მარტინესი) - პედრო, მიჩუ (57. ნეგრედო), სილვა
ბელარუსი (3-4-2-1): გუტორი - ვერხოვცოვი, ფილიპენკო, მარტინოვიჩი (80. კისლიაკი) - ბალანოვიჩი, ტიგორევი, დრაჰუნი, ბორდაჩევი - კალაჩევი, პუტილო (76. კორნილენკო) - როდიონოვი (55. კრივეცი)
მაყურებელი: 21 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 7 5 2 0 12-3 17
2. საფრანგეთი 7 4 2 1 12-6 14
3. ფინეთი 7 2 3 2 5-6 9
4. საქართველო 7 1 2 4 3-8 5
5. ბელარუსი 8 1 1 6 7-16 4

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
საფრანგეთი-ფინეთი, ესპანეთი-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აჩიკო , ისლანდიელი ფეხბურთელი , კაცს რომ არ გაგახსენდება , ფეხბურთზე არც უნდა ისაუბრო :))
Shukvani
12 ოქტომბერი 2013 19:51
0
ვინმე ისლანდიელი ფეხბურთელი იცით?მე არავინ არ მახსსდება.მაგრამ ფაქტია რომ გუნდს დიდი შანსი აქვს რომ მუნდიალზე მოხვდეს.აბა ჩვენ რა ჯანდაბა გვემართება?
აჩიკო
12 ოქტომბერი 2013 13:09
0
რას ბლატაობდა ეს ჩივაძე, ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებსო, თან შანსები 50/50 ზეაოოო.სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს ჩვენი ფეხბურთის ამბავი. არაფერი არ შეიცვლება ამ ხალხის ხელში, კიდევ უკან და უკან წავა ჩვენი ფეხბურთის საქმე, იმიტომ, რომ ვინც ფედერაციაშია, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს. განსაკუთრებით ამ ფედერაციის თავკაცობა. თუმცა,რა გვიკვირს, 20 წელზე მეტია რაც დამოუკიდებელი ფეხბურთი გვაქვს და სულ ასე არ იყო?!
ynwa
12 ოქტომბერი 2013 11:02
0
თუმცა ესპანეთთან X2 თუ დასვამს დატოვებენ მგონია :DDDD
qartveli
12 ოქტომბერი 2013 10:42
0
:D ჩვენ ნაკრებს გატანა მაგრა უჭირს , შეტევას ვერ ახორციელებს გუნდი. ქეცბაია უნდა წავიდეს.
qartveli
12 ოქტომბერი 2013 10:42
0
...ბოდიში, მალტა გამომრჩა... მანაც გაგვისწრო!
murtalo
12 ოქტომბერი 2013 05:25
0
საღოლ ქეცბაია!...შენმა დამოძღვრილმა ნაკრებმა ახალი ქართული სტილით რეკორდი დაამყარა და 34 ბურთი გაიტანა ამ ციკლში(არ თქვათ ადრეა ჟერ და ესპანეთს გავუტანთო)...გავუსწარით სანმარინოს(1გოლი) და ლიხტენშტეინს...სამაგიეროდ გაგვისწრეს ისეთებმა, რომელთაც თურმე ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ყავთ: მოლდოვამ, ლიტვა ლატვიამ, ლუქსემბურგმა, აზერებმა, კვიპროსმა და ფარერებმა... არაფერს ვამბობ ისლანდიასა და სომხეთზე, რომელთაც მეორე ადგილზე გასვლის შანსიც კი აქვთ... და ამის მერე კიდევ ვინმეს სურვილი უნდა ქონდეს ქეცბაიას ნაკრებში დარჩენის?... რა გჭირთ ხალხო, ბრმები ხართ?!
murtalo
12 ოქტომბერი 2013 05:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული