15 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრებმა ლუქსემბურგს ანგარიშით 3:0 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საფრანგეთმა ფინეთი (3:0) დაამარცხა და ჯგუფში ასევე მეორე ადგილი დაიკავა.
"პლეი ოფში ადვილი არ იქნება. კარგად უნდა მოვემზადოთ და მომავალი ორი მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ, რომ ბრაზილიაში გამგზავრება შევძლოთ. ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია.
განსაკუთრებით არავის აღვნიშნავ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პლეი ოფში ხორვატიასა და პორტუგალიას ავცდებით. მით უმეტეს, რომ პორტუგალიას კრიშტიანო რონალდო
შეგახსენებთ, რომ ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი და უკრაინა განთესილები იქნებიან, ხოლო საფრანგეთი, ისლანდია, რუმინეთი და შვედეთი კენჭისყრის დროს მეორე კალათაში მოხვდებიან.
ერთი კალათის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, მატჩები კი 15 და 19 ნოემბერს გაიმართება.
მომზადებულია TF1-ის მიხედვით