მანუელ ნოიერის "შპარგალკა" უპოვეს, რომელიც მუნდიალზე უნდა გამოეყენებინა [PHOTO]

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა ე.წ. შპარგალკას მიაგნეს, რომლითაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერს ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში, პენალტების სერიის დანიშვნის შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა.

ფურცელზე, რომელსაც ტელეარხ Sport-TV-ის ჟურნალისტებმა შეხვედრის შემდეგ გასახდელში მიაგნეს და გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს უსახსოვრეს, დაწვრილებით არის აღწერილი, რომელი ფეხით და როგორ ასრულებს 11-მეტრიან დარტყმას ესა თუ ის ბრაზილიელი ფეხბურთელი.

ჰალკი: მარცხენა ფეხი, ნელი გამორბენი, მარჯვნივ.
დავიდ ლუისი: მარჯვენა ფეხი, სწრაფი გამორბენი, მაღლა და მარჯვნივ.
ფრედი: მარჯვენა ფეხი, ნელი გამორბენი, სავარაუდოდ მარჯვნივ.
დანი ალვეში: მარჯვენა ფეხი,
ურტყამს ცენტრში, არ გაინძრე!
ერნანდესი: მარჯვენა ფეხი, გრძელი გამორბენი, პაუზა, სავარაუდოდ მარჯვნივ.
ოსკარი: მარჯვენა ფეხი, წინ არ იყურება.
ვილიანი: მარჯვენა ფეხი, ნელი გამორბენი, ზიგ-ზაგით, სავარაუდოდ მარცხნივ.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, მანუელ ნოიერს იმ შეხვედრაში "შპარგალკა" აღარ დასჭირდა - გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის ნახევარფინალში მასპინძლები გაანადგურა (7:1), საბოლოოდ კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-გერმანია 1:7 - ჯოჯოხეთი მასპინძლისთვის [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაჟა,ბრაზილიელებს გადაუღუნეს და მერე როგორ 7..1
status quo
28 დეკემბერი 2014 12:21
0
ეტყობა ბრაზილიელებს რერაც ვერ გადაუტანიათ, მარცხი 7-1,და მაგიტომ, ან არ უნდათ რო ნოიერმა გახდეს წლის საუკეთესო, მარა მაინც ვერ გახდება და აზრი აქვს.........
g
28 დეკემბერი 2014 09:06
0
ვერ გადაუღუნოთ ბრაზილიელებს :)
VAJA
27 დეკემბერი 2014 23:12
0
გერმანიის ნაკრების მეკარეს "შპარგალკა" რად უნდოდა, საერთოდ, მეკარის გარეშეც გაანადგურებდნენ უსუსურ ბრაზილიელებს.
mate
27 დეკემბერი 2014 19:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული