ფურცელზე, რომელსაც ტელეარხ Sport-TV-ის ჟურნალისტებმა შეხვედრის შემდეგ გასახდელში მიაგნეს და გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს უსახსოვრეს, დაწვრილებით არის აღწერილი, რომელი ფეხით და როგორ ასრულებს 11-მეტრიან დარტყმას ესა თუ ის ბრაზილიელი ფეხბურთელი.
ჰალკი: მარცხენა ფეხი, ნელი გამორბენი, მარჯვნივ.
დავიდ ლუისი: მარჯვენა ფეხი, სწრაფი გამორბენი, მაღლა და მარჯვნივ.
ფრედი: მარჯვენა ფეხი, ნელი გამორბენი, სავარაუდოდ მარჯვნივ.
დანი ალვეში: მარჯვენა ფეხი,
ერნანდესი: მარჯვენა ფეხი, გრძელი გამორბენი, პაუზა, სავარაუდოდ მარჯვნივ.
ოსკარი: მარჯვენა ფეხი, წინ არ იყურება.
ვილიანი: მარჯვენა ფეხი, ნელი გამორბენი, ზიგ-ზაგით, სავარაუდოდ მარცხნივ.
მოგეხსენებათ, მანუელ ნოიერს იმ შეხვედრაში "შპარგალკა" აღარ დასჭირდა - გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის ნახევარფინალში მასპინძლები გაანადგურა (7:1), საბოლოოდ კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
ასევე იხილეთ:
ბრაზილია-გერმანია 1:7 - ჯოჯოხეთი მასპინძლისთვის [VIDEO+PHOTO]