დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი გორის "ჯიქი" "ბათუმს" ზღვისპირეთში ეწვია და სამი უპასუხო ლელოთი, 22:12 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ბორჯღალოსნები - ლაშა ხმალაძე და გიორგი თხილაიშვილი აკლდათ, ისინი საკუთარ სტადიონზე ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, "ჯიქმა" ორკვირიანი შესვენება მეტოქეზე უკეთ გამოიყენა და მასპინძლებთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გორელებმა მეტოქეს თითქმის ყველაფერში აჯობეს. სტუმრები განსაკუთრებით კარგად ღია თამაშისას გამოიყურებოდნენ, ბურთს მაღალ ტემპში, უშეცდომოდ შლიდნენ და ფაზებს კინძავდნენ, რასაც "ბათუმმა" ვერაფერი დაუპირისპირა.

მასპინძლები დებიუტში ბახვა კობახიძის ჯარიმით დაწინაურდნენ და უპირატესობა 28-ე წუთამდე შეინარჩუნეს. ამ დროისთვის
სტუმრებს თამაში აწყობილი ჰქონდათ, ფლანგზე უპირატესობა შექმნეს და ნიკა ბიწაძემ პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და კობახიძემ "ბათუმს" უპირატესობა 5 წუთში დაუბრუნა, თუმცა "ჯიქმა" დამსახურებული ლიდერობა მალევე დაიბრუნა. მამუკა ნინიძემ ჯერ ჯარიმით აიღო 3 ქულა, მერე სტუმართა მორიგი სწრაფი იერიში ლელოთი დაასრულა და გარდასახვიდანაც უშეცდომოდ დაარტყა - 15:6.

მეორე ტაიმის დასაწყისში კობახიძემ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 46-ე წუთისთვის სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ბათუმმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა. "ჯიქმა" მატჩის მიწურულს ტემპს ისევ მოუმატა და გადაბმულმა ფაზებმა მასპინძლები მოქანცა. 77-ე წუთზე გორელებმა მოლით შეუტიეს, არსენ ტრაპაიძემ პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:12 და "ჯიქი" მეოთხე ადგილამდე აღზევდა.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მაგარი გუნდია
vaxo
20:40 22-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული