ფოტოს ავტორი: ანი რეხვიაშვილი
თბილისის "ლელო-სარასენსმა" კაცნაკლულ ქუთაისის "აიას" 7 წუთში 13 უპასუხო ქულა გაუტანა და მეტოქე 23:13 დაამარცხა.
დიდი 10-ის მეხუთე ტურის პირველი შეხვედრა დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი გაშლილ, სწრაფ, ხელდახელ თამაშს ანიჭებს უპირატესობას და ეს სანახაობრივ მხარეზე აისახა.
პირველ ტაიმში სტუმრები მეტოქეზე დიდხანს ფლობდნენ ბურთს და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მასპინძლები კარგი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა 38 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. თედო აბჟანდაძემ 2 წუთში წონასწორობა აღადგინა, მე-14 წუთზე კიდევ
"ლელო-სარასენსმა" უპირატესობა 2 წუთში დაიბრუნა: ქუთაისელებმა საკუთარ 22-თან დაკარგეს ბურთი, კვირიკაშვილმა დაცვაში სივრცე შენიშნა, 20 მეტრი ირბინა და თავისივე ლელო გარდასახა. 28-ე წუთზე თბილისელებმა სინბინით როლანდ კვაჭაძე დაკარგეს და "აიამ" მეტობა 36-ე წუთზე გამოიყენა. მარჯვენა ფრთაზე ბურთი ლაშა ლომიძემ და თორნიკე მანაგაძემ გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა - 13:10.
მეორე ტაიმის მე-11 წუთზე ყვითელი ბარათი ბადრი დანგაძემ მიიღო და "აიას" პრობლემებიც აქედან დაიწყო. კვირიკაშვილმა 3 წუთში ჯარიმა გაიტანა, 57-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან "ლელო-სარასენსმა" შეუტია, ირაკლი ყიასაშვილმა აკაკი ტაბუცაძეს ზედ გვერდით ხაზთან უპასა, მან ფეხით გადაკიდა, ბურთს თავად მიყვა და კვირიკაშვილმა გარდასახა. 59-ე წუთზე სინბინში დავით გობეჯიშვილიც გაემგზავრა, კვირიკაშვილმა კი 61-ე წუთზე მორიგი ჯარიმა გაიტანა - 23:13.
მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, დასკვნით მეოთხედში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ლელო-სარასენსმა" უ,მიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა, ხოლო "აიამ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით