გორში ადგილობრივ ‘ჯიქსა’ და პატარძეულის ‘ვეფხვებს’ შორის გამართულ მატჩში, სეზონის მეორე გამარჯვება მასპინძლებმა ჩაიწერეს - 14:13.
დიდი 10-ის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დებიუტანტმა ‘ვეფხვებმა’ გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმო და დროის დიდი ნაწილი ლიდერობდა, თუმცა მატჩის მიწურულს ჯარიმა გაუშვა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა.
გორში ძლიერი ქარი ქროდა და მან თამაშის მსვლელობას კვალი დაატყო. სადებიუტო წუთები მასპინძლების იყო, მათმა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და სანდრო ფურცხვანიძემ მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა. მალე მას კარის წინ 42 მეტრიდან მეორე დარტყმა გაუცუდდა, მერე კი
პატარძეულელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მე-12 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც.
სტუმრებმა სალელოვე შეტევა საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს, ვანო გაბროშვილმა ხაზი გაჭრა და ბურთი ლაშა შალიკაშვილს გაატანა, მანაც დაახლოებით 20 მეტრი ირბინა, მცველი აიყვანა და რეზი ბროძელს ცალი ხელით უპასა, ის ბოლო მცველს გასცდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ლაშა გურგენიძემ გარდასახა. მერე გურგენიძეს ჯარიმა გაუფუჭდა და ‘ჯიქმა’ ინიციატივის დაბრუნება მოახერხა, თუმცა მეტოქის დაცვის ხაზი ვერ გატეხა და 33-ე წუთზე ფურცხვანიძემ ჯარიმით სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა - 6:7.
მეორე ტაიმი გუნდებმა არეულად დაიწყეს. ‘ვეფხვებმა’ საწყის 5 წუთში ორი ჯარიმა გამოიმუშავეს და პირველი შორიდან ააცილეს, მეორე კი გურგენიძემ 3 ქულად აქცია. ‘ჯიქმა’ 50-ე წუთზე უპასუხა, დერეფნიდან მოლი დააყენა, მერე არსენ ტრაპაიძემ შეუტია, მცველები შემოიკრიბა და ცალი ხელით ბურთი გიორგი წიკლაურს ამოუგდო, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა მიზანს ასცდა - 11:10.
გუნდებმა ტემპს უმატეს და საკუთარი ბედი შეტევებში სცადეს, მაგრამ დაცვა კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე ‘ჯიქი’ ლელოდან 7-8 მეტრში დაჯარიმდა და გურგენიძემ პატარძეულელებს ლიდერობა დაუბრუნა. ეს ანგარიში 78-ე წუთამდე შენარჩუნდა. ‘ჯიქის’ მასირებულ შეტევებს სტუმრები თავდადებული დაცვით იგერიებდნენ, მაგრამ მერე შერკინებაში დაჯარიმდნენ და დიტო კიკნაძემ საშუალო მანძილიდან გაიტანა - 14:13 და სეზონის მეორე გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

rugby.ge