"ბათუმმა" გორის "ჯიქს" 136 ქულიანი სხვაობით მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, დიდი 10-ის მე-9 ტურში გორის "ჯიქი" "ბათუმს" დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 139:3 დასრულდა. 

"ბათუმელებმა" პირველივე ტაიმი 73:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი - 66:0.

"ბათუმი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ქუთაისის "აიას" 8 ქულით ჩამორჩება.. 

რაც შეეხება გორის "ჯიქს", 6 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზე იმყოფება და მეხუთეადგილოსან "არმაზს" 4 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
"ბათუმი" ყოჩაღ, მაგრამ ქულების გარდა არის კიდევ სხვა რამ...(გამგები გაიგებს)
ემიგრანტი
20 თებერვალი 2021 21:52
3
კი ბატონო, გეთანხმები...
Levani
20 თებერვალი 2021 22:04
0
ზრდასრულების სპორტია, უმაღლესი ლიგა და ყველა, ვინც ბოლომდე არ იხარჯება, არის არაპროფესიონალი! დამარცხებულებს კიდევ მაგითი ჩინ-მედლები არ აკლდებათ. მაგათ კი არა, იაპონიის ნაკრებსაც წაუგია ამხელა სხვაობით.
Lasha
21 თებერვალი 2021 14:32
0
რა სპორტზეა საუბარი ლაშა. ცხადია, რომ ამ ჯიქის გუნდი აღარ არსებობს, ანაზღაურებას ვერ უხდიან და მოყვარულები თამაშობენ ან ბავშვები. სოლიდარობის ამბავია უბრალოდ, გაუტანე ვთქვათ 10 ლელო, ხომ შეიძლება დაშოშმინდე? ზუსტადაც ეს ანგარიში ტოვებს არაპროფესიონალურის შთაბეჭდილებას... ანალოგურად, რომ ვთქვათ ფეხბურთში ქუთაისის ტორპედო გაკოტრებული იყო ფაქტიურად და 15-16 წლის ბიჭები ათამაშეს საბურთალოსთან. საბურთალოს შეეძლო 10 ბურთი გაეტანა, მაგრამ 2 თუ 3 აკმარეს და ასეთი მიდგომა სწორია ჩემი აზრით. არის შემთხვევები როცა სიტუაცია გკარნახობს როგორ უნდა მოიქცე
ზურა
22 თებერვალი 2021 00:31
1
ბონუს ქულას რო გავინაღდებდი შევცვლიდი მთელ გუნდს და სათადარიგოებით ბურთს გავათამაშებდი მთელი დარჩენილი დრო. უბრალოდ უპატივცემლობაა მეტოქის მიმართ და არასპორტულიც მგონია ასეთი ანგარიშით ''გაწირვა''
Tom
21 თებერვალი 2021 19:53
1
გეთანხმები, ჩახედული რ ვარ, მაგრამ ცხადია სერიოზული პრობლემებია მეორე გუნდში და არაა ღირსეული საქციელი მომენტით სარგებლობა და გადავლა ბოლომდე...
ზურა
22 თებერვალი 2021 00:22
0
ბათუმმა ითამაშა და მოიგო.კითხვა გორის მერიას და კლუბის ხელმძღვანელობას,კლუბი არ ოყო არასოდეს ასე ხელწამოსაკრავი,როგორ "მოახერხეთ" მისი სპორტული დასამარება!
პაატა
21 თებერვალი 2021 16:00
1
ექვს ერში თამაშზე გვაქვს პრეტენზია.
მეც დიდი სურვილი მაქვს, რომ ითამაშოს იქ ჩვენმა ნაკრებმა.
მაგრამ, რისი იმედით? მხოლოდ ლეგიონერების იმედით?
მეორე ადგილზე მყოფი გუნდი უგებს მეექვსე ადგილზე მყოფს 136 ქულის სხვაობით
პაატა
20 თებერვალი 2021 23:09
0
რამ გაგამწარათ!????
ზაზა
22 თებერვალი 2021 20:10
0
რაგბი ნამდვილად ქართველების თამაშია!
დ.დ.
21 თებერვალი 2021 03:13
0
რა სპორტია
giorgi
21 თებერვალი 2021 00:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული