74,5-ათასიანი კარდიფის სტადიონის ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩისთვის ორი თვით ადრე! ასევე კარგად იყიდება ბილეთები ავსტრალიასთან, საქართველოსთან და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩებისთვის.
11 ნოემბერს უელსის ნაკრები ავსტრალიას შეხვდება და ამ თამაშის 55 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. ეს უკვე მეტია, ვიდრე შარშან ამ გუნდების დაპირისპირებაზე მივიდა.
მეორე ტესტი უელსს ჩვენთან აქვს 18 ნოემბერს, ხოლო სერიას 2 დეკემბერს "სფრინბოქსთან" მატჩი დაასრულებს. უელსელთა მტკიცებით, ეს მატჩებიც დიდ ინტერესს იწვევს
ოთხი მატჩისთვის ჯამში უკვე 210 ათასი ბილეთი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებთან" მატჩის ბილეთების ფასი (დიდებისთვის) 20 გირვანქიდან იწყება. არის 35-ფუნტიანი ბილეთებიც.
ჩამოყალიბდით :))
ნამდვილი უმაქნისები არიან!