უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ragbi chveni tamashia
dato
22 ნოემბერი 2017 11:07
0
სიამაყე თქვენ და მოგება იმათ...
ტროა
20 ნოემბერი 2017 15:31
2
რაღა უნდა ვთქვა...რაც იყო პირველი გუშინდელი საოცარია თამაშის დასრულების მერე იყო ის, რომ ეგრევე თვალწინ დამიდგა 2007 წლის ირლანდიასთან წაგება....და ირლანდიელთა ლეგენდარული კაპიტნის ბრაიან ოდრისკოლის სიტყვები : "მთელი ჩემი კარიერის მანძილზე პირველად ამიკანკალდა მუხლები...ამიკანკალდა შიშისგან არ წაგვეგოო" და ეს თქვა საქართველოსთან თამაშის შემდეგ.... და ირლანდიელთა წამყვანების ჩანაწერი: "ღმერთო ჩემო როგორც ამბობენ ქართველებს მხოლოდ 3 სტადიონი აქვთ, წარმოგიდგენიათ რას იზამდნენ მეტი რო ქონდეთ? ღმერთო ჩემო..." და ირლანდიელი ფანის კომენტარი ფორუმზე : "საქართველოს ნაკრების მაისური მინდა...მაშოვნინეთ რაა..."
ჯერ კიდე მაშინ, ლამის ინფარქტს ძლივს გადარჩენილზე ვთქვი რო მალე, სუუულ მალე ბარეორ ბობოლას გავიფენდით და ეს დროც მალე იქნება....
ყველა ერთად გავიხარებთ და ვიამაყებთ ჩვენი ლომკაცებით!
აეეეეე .....დაგვიდექით, ქართველები მოდიააააან!
მიროსან
19 ნოემბერი 2017 22:35
0
გაიხარეთ ბიჭებო როგორც ქართველი ხალხი გაახარეთ,უელსი ძალიან გამწარდება და 2019 წელს იცოდეთ რომ ორმაგი ჯახი მოგიწევთ,ეცდებიან ყური აუწიონ პატარა საქართველოს რაც მოხდა 2017 18 ნოემბერს და თქვენ იცით ლომებო
Rugby
19 ნოემბერი 2017 15:21
0
მაქსიმუმ ოთხ წელიწადში ექვს ერში ვიქნებით ეს ერთი და მეორე შერკინებაში ბოლოს როარ ჩაესვარათ უელსელებს დარწმუნებული ვარ ლელოსაც დავდებდით და თამაშსაც არ წავაგებდით შეცდომები რათქმაუნდა იყო უმაგისოთ სათამაშო სახეობები უბრალოდ არარსებობს .მაგრამ თამაში იყო თანაბარი და ბიჭებმა მაგრად მოინდომეს.მესამე შე დალოცვილო თუარ გესმის და არ გაინტერესებს ეგ რაგბი რაღას პოსტავ აქ თუ კრიტიკის და ლანძღვის გარეშე არ შეგიძლია უბრალოდ.
zaza
19 ნოემბერი 2017 13:56
0
ცივი გონებით რომ გავაანალიზოთ ბოლო 2 თამაში ხაზის გაჭრა გვიჭირს ძალიან, ვცდილობთ ხელით თამაშს, მაგრამ არაეფექტურად გამოგვდის. ბევრ ფაზას ვაბავთ შეტევაში, მაგრამ ჩვენივე შეცდომით გვეშლება ეს წვალება. ამით არ ვაკნინებ ჩვენს გუნდს, პირიქით ძალიან მაგრები არიან რომ უკვე ამხელა ამბიციები გვიჩნდება გულშემატკივრებს და არცერთ მატჩში არ გვრჩება უსუსურობის განცდა. ვფიქრობ სწორ გზაზეა გუნდი და თანამედროვე რაგბის ელემენტებს ნაყოფიერად ითვისებს. ეს შეცდომები კი დიდ გუნდებთან თამაშის გამოუცდელობის ბრალია და თუ მოგვეცა შანსი მათთან ხშირად თამაშის, მალევე მოგვეხსნება ეს წნეხი. ისე კი 6 ერი ნამდვილად ადრეა ჩვენთვის - ეგ კომერციული ტურნირია და სანახაობაა მანდ საჭირო, ისეთი ლელოები როგორიც კანადასთან დავდეთ და ბევრი ქულის გაკეთება. მაგას რომ შევძლებთ მაშნ მიგვიღებენ, მანამდე კი დავტკბეთ ჩვენი ბიჭების თანმიმდევრული წინსვლით და ჯერ 10-ეულში დავმკვიდრდეთ. ისე გორგოძე ადრე წავიდა ნაკრებიდან, ვერავინ დამაჯერებს რომ წელიწადში 2 შეკრებას ვერ გაუძლებდა და 60 წუთსაც ვერ ითამაშებდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით სხვა იყო მისი წასვლის მიზეზი, მაკრამ რაგბისტებს გასახდელიდან არ გამოაქვთ ინფორმაცია სხვებისგან განსხვავებით. ბრავო - ასე გააგრძელეთ ბიჭებო და ის პატარ-პატარა შეცდომებიც ნელ-ნელა აღმოიფხვრება და შესაბამისად უკეთესი შედეგიც გვექნება.
???
19 ნოემბერი 2017 11:55
1
არც გააშრიალო რა; ორიგანოლობს ბიჭი; კანადას რომ გადაუარეს, ამერიკას რომ უგებენ და რუსეთი ერთ ადგილზე ჰყავთ ამოჩრილი ეგ არ გინახია; უბრალოდ რაგბიში უელსთან ასეთი წაგებაა უფრო იმედისმომცემია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული 3 უზარმაზარ სახელმწიფოსთან მოგება; იცი შენ ეს, მაგრამ მწარე რამე ხომ უნდა თქვა; არიან ტიპები ყველაფერში რომ ცუდი უნდა დაინახონ და მაგარი საცოდავები არინა
lukas
19 ნოემბერი 2017 11:52
0
ლუკა, რა მაგარი .. ხარ)
დათო
19 ნოემბერი 2017 10:06
0
ლუკა ორიგინალობ?მერე ვინ გთხოვს უყურეო .ნუ დაიტანჯავ თავს და იყავი შენთვის
ნანა
19 ნოემბერი 2017 09:49
1
რა გეამაყებათ?! ღირსეული წაგება?! წაგება წაგება არის. რა გეამაყებათ? მარად დამარცხებული ხალხი ვართ, ერთადერთი ერი რომელიც დამარცხებაში დიდებას ხედავს! რომელიც წაგებას მოგებად ასაღებს! ჩუმად!
ლუკა
19 ნოემბერი 2017 08:31
39
ლუკა ! გეტყობა პატარა ხარ და გამოუცდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გეცოდინებოდა, რომ ეს ფეხბურთი არაა, ფეხბურთის საზომებით რომ მიუდექი აღნიშნულ თამაშს. იცოცხლე კარგია მოგება, მაგრამ იქამდე მისვლაა საჭირო, ჩვენი ბიჭები კი ამ მანძილს ნახტომებით ფარავენ, არამცთუ ნაბიჯებით. რამდენადაც ნიჭიერი არ უნდა იყოს 2 წლის ბავშვი, ის ხომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჯობებს პირადად შენ წერა- კითხვაში? (ანალიზის უნარით კი შესაძლოა გაჯობოს), ჰოდა დაახლოებით ასეთია საქართველოს სარაგბო მასშტაბი, რაგბის ზე სახელმწიფოებთან. გეიგეეეე???
ვასილიჩი
25 ნოემბერი 2017 16:03
0
ლუკა ბატონო 20 წლისწინ ასეთი ანგარიშით რუმინეთთან რომ წაგვეგო მაშინაც მადლობას ვეტყოდით, თუმცა ახლა რომ წააგონ რუმინეთთან თავზე ხელს არავინ გადაუსვას. სათამაშო კლასი და ტრადიციები თუ არ გესმის ნუ ლაპარაკობ. უელსი 160 წელია რაგბს თამაშობს, ჩვენ 10-15 წელია. ეს ერთი. მეორე გაგია 300 არაგველი? დიახ ისინიც დამარცხდნენ. მაგრამ მე ამაყი ვარ მათით. თუ არ გაგიგია წაიჯითხე და შენც იამაყე და თუ საამაყოს ვერ დაინახავ მაშინ მართლა ვერ გააიგებ რა არის როცა მარცხდები მაგრამ ამაყი ხარ
გიორგი
19 ნოემბერი 2017 17:24
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული