მილტონ ჰეიგი: ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია

AutoSharing Option
ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკინებას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ“.

მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას
ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:


„ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია“.

მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:


„თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება“.

ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:

„თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს“ - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 46 /
მალე სკოლებში სპორტულ გაკვეთილად იქცევა და მერე ვნახოთ
iiiiiiiiiiiiiiiiiiii
20 ნოემბერი 2017 15:54
0
A-ს ფისი ქენი და ნანაში
tazo
20 ნოემბერი 2017 15:30
1
ყოჩაღ ბიჭებო,თქვენით ვამაყობთ.
*
20 ნოემბერი 2017 13:45
0
უაზრო კომენტარებს ნუ აკეტებთ,ბიჭები იყვნენ უზადოები.რაც მიწინააღმდეგის მესვეურებმა იკადრეს, ნამდვილად ცამარცხვინოა.რაც შეეხებაბ ჰეიგს-ეს არის ჰეიგის გვარით დაბადებული ჭეშმარიტი კართველი.გთხოვთ რაგბის მესვეურებს-არ გაუშვათ ეს კეთილი იკაცი საკართველოდან ,რამეთუ ,ვიცი ,რომ მას ჭეშმარიტად უყვარს საკართველო
ნინი
20 ნოემბერი 2017 10:46
1
მოაშორეთ ობოლაძე.ვერ ატყობთ,რომ რაგბის გაგებაში არ არის?რაგბის კი არა სპორტის.
888
20 ნოემბერი 2017 10:04
1
ჩვენს არა კვახი... ჟურნალისტის პიარიიიი
A
19 ნოემბერი 2017 23:54
3
მაინც დამწყდა გული შედეგზე. მოედნის ცენტრში რამდენჯერ დავაჯარიმეთ შოტლანდია შერკინებაში, მატჩის ბოლოს კი 2-ჯერ მათ ლელოს ხაზთან ვერ ვივარგეთ. ცოტა მეტი სისწრაფე რომ გვქონდეს, ნამდვილად თანაბარ დონეზე შევძლებთ მათთან თამაშს.
dato
19 ნოემბერი 2017 15:15
0
ალბათ აჯიმუშკაის კატაკომბებიდან უყურებდი თამაშს და შოტლანდია გეგონა! წყურვილმა იცის!
frrr
20 ნოემბერი 2017 15:45
0
შოტლანდია კი არა ლაპლანდია:)
ზურა
20 ნოემბერი 2017 10:35
0
ყველა გამოხმაურება
,,ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია,,--გაიხარე მილტონ,ოქრო კაცი ხარ! ბარე ორი ქართველი არ თვლის საქართველოს სამშობლოდ შენ კი სამშობლოო ამბობ და ქართულ საქმესაც აკეთებ!მადლობა და გაიხარე!
tazo
19 ნოემბერი 2017 14:38
1
გენაცვალეთ ბიჭებო!ლომები ხართ!მე მართლაც რომ ამაყი ვარ თქვენით!ერტ რამეD ღირდა გაოგნებული,დადუმებული უელსელების ყურება:)):))
tazo
19 ნოემბერი 2017 13:51
0
ამას საპასუხო შეხვედრის სუნი ასდის თბილისში 2018ში!
gio
19 ნოემბერი 2017 14:15
0
ტრადიციული ქართული უაზრო თვითკმაყოფილებ-კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ..
გიორგი
19 ნოემბერი 2017 12:07
52
კაი, ბატონო!! აბა, ჩავიცვათ ძაძები და დავიხოკოთ სახეები!!

რა უნდოდა, კაცო, უელსთან მოგებას და საერთოდ, არ დავინახო, ვინმესთან წააგონ ან მოიგონ მცირე ანგარიშით!!!!!!!!!!
კახა
20 ნოემბერი 2017 09:24
0
შენისთანა ბოღმა როჟები მიფრთხილდით სადმე არ გადამეყაროთ,სილა არ აგცდებათ დარწმუნებული იყავი
zas.
19 ნოემბერი 2017 20:32
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული