BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

AutoSharing Option
ბრიტანულმა მედია-მაგნატმა BBC-მ უელსი-საქართველოს დაპირისპირებას (13:6) ვრცელი სტატია მიუძღვნა და რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში ჩატარებული შეხვედრა 13:6 დასრულდებოდა. საქართველოს ამ მატჩში "ოქროს შანსი" მიეცა და საკმაოდ კარგად სცადა კიდეც გამოყენება.

თუ რაგბში მთავარია შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიურად მოძრაობა, მაშინ საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომ ექვსი ერის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის მთვარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფეჰანი არ უჭერს მხარს უახლოეს მომავალში, ექვსი ერის გაფართოებას. მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ როგორც მინიმუმ შანსი
მიეცეს, საქართველოს ნაკრებს ესეთ გუნდებთან შეხვედრის, რათა გააუმჯობესოს თამაში.

უელსის ნაკრებმა 14 ცვლილებას მიმართა ამ შეხვედრაში და ამ ორი გუნდის უფრო რეალურ დაპირისპირებას 2019, წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ.

ეს მატჩი პასუხობს იმას, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას, ვიდრე მასზე დაბალი დონის ნაკრებებთან ჭიდილია.

სტადიონზე 55 000 ადამიანი მივიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველთა თამაშმა რაგბის გულშემატკივრები დააინტერესა. "
მკითხველის კომენტარები / 87 /
ზაზა!ბიძინჰაუზენმა ბევრი რამე განაცხადა,მაგრამ შეასრულა?
888
21 ნოემბერი 2017 10:31
8
უმადურობა ძალიან ცუდი სენია და თან არაკაცური!!!
რაც ბიძინას სიკეთე უკეთებია!!!
რა უნდა გააკეთოს კიდევ ამ კაცმა ამისთანა, რომ დავუნახოთ?

არ გინდათ დანახვა, თორემ დაინახავდით!

ისე, ყოჩაღ ბიძინას, ამდენი უმადურის გადამკიდე, კიდევ რომ ინარჩუნებს სიკეთის კეთების სურვილს!!!

უმრავლეს სეხვედრაში მას ისეთი ხალხი აკრიტიკებს ჩემს გარშემო, ვისაც მისხალი სიკეთე არ აქვს გაკეთებული!

gia
23 ნოემბერი 2017 10:52
1
ექვს ერში მეექვსე იტალიაა, ის იტალია რომელსაც რეიტინგში დღეს ხვალ რუმინეთიც გადაუსწრებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია უკან ყავს მოტოვებული.
რამაზ
20 ნოემბერი 2017 19:16
1
მქონდა ბედნიერება ამ თამაშზე დასწრების და ვფიქრობ რომ თამაშის მერე განვითარებული მოვლენები არანაკლებ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის რომ გაგიზიაროთ:
1. ასაკოვანი მოხუცი ჯოხით ხელში დლივს რომ დადის გვეუბნება რომ: ყველა თამაშზე არის ნამყოფი რაც მილენიუმ სტადიონზე ჩატარებულა და ასეთი სირცხვილი მას არ სულ რამდენჯერმე განუცდია. მისი აზრია რომ ჩვენ დაცვაში ძალიან კარგები ვართ მაგრამ თუ შეტევასაც გამოვასწორებთ უელს ძალიან გაუჭირდება აქ თამაში და საქართველოში შანსიც არ ექნებაო.
2. ახლა ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები როგორ მივქარე რომ ვიდეოზე არ ჩავიწერე რას გვეუბნებოდნენ გულშემატკივრები ქუჩაში: Supper Game, Well Done, Good Job, Pleasure to play with Georgia!
3. ახალგაზრდა უელსელებმა გვიმღერეს საქართველოს ჰიმნი! ეს საერთოდ ვერ მივხვდი რა იყო და არ ვიცი ტუ დამიჯერებთ...
4. უელსელმა გულშემატკივრებმა შემოგვთავაზეს რომ გაგვეცვალა საკონტაქტო მონაცემები (მიღებული წესი ყოფილა - შოტლანდიელებს ირლანდიელებს და უელსელებს შორის. ასე თანხებს ვზოგავთო და თითქმის ყველა თამაშზე მივდივართო.) რომ შევთანხმებულიყავით როცა ისინი ჩამოვიდოდნენ თბილისში ჩვენ გვემასპინძლა და პირიქით!

აზრზე ვერ მოვდივარ თურმე რა თამაშია რაგბი. ჩვენ მეგობრებო ახლა ვსწავლობთ რაგბს. ეს მარტო ბურთის გორება არაა - ესაა ომი მოედანზე და სიყვარული და პატივისცემა მის ფარგლებს გარეთ ტუნდაც სრულიად უცნობ ადამიანებს შორის.

ვისაც არ ჯერა ჩვენი გუნდის იმ ხალხისაც მესმის, იმიტომ რომ მიეჩვივნენ იმას რომ უვარგისი ნაკრებები გვყავს სხვა სახეობებში და ძალაუნებურად სხვის გუნდებს გულშემატკივრობთ. მაგრამ ძალიან ახლოს ვართ იმასთან რომ უდიდესი გარღვევა მოხდება ძალიან მალე! ყინული ლღვება, ტკაცა-ტკუცის ხმა ისმის ჩვენი 6 ან 7 ერში შესვლა გარდაუვალია! ჩემი არ გჯერათ ამათ მოუსმინეთ, კომენტარები წაიკითხეთ გულშემატკივრის

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/scrum-farce-deeply-unsatisfactory-way-13921647#comments-section

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/rugby-news/full-story-what-happened-chaotic-13921838#comments-section

http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/remarkable-rise-rugby-georgia-players-13910902
კოტე
20 ნოემბერი 2017 16:21
1
მეც დიდი ხათრი მომეცა უელსელი რიგითი გულშემატკივრის, მათი გუნდის სამწვრთნელო შტაბისგან განსხვავებით. სამართლიანი და ვაჟკაცი ხალხი ყოფილან!
B-52
21 ნოემბერი 2017 23:43
0
მადლობა ასეთი კომენტარისთვის! ურთიერთპატივისცემა ყველაფერში კარგია, რაგბში ხომ დაუწერელი კანონია!
Nodo
21 ნოემბერი 2017 01:17
0
ყველა გამოხმაურება
არა არა ვინ გითხრათ?
ხატია
20 ნოემბერი 2017 15:32
0
ჩვენი ექვს ერში გაწევრიანება 15-20 წლის განმავლობაში არ მოხდება. აბა დაფიქრდით ხალხო. ეს კომერციული ტურნირია და მოგებაზეა ორიენტირებული. ყოველ თამაშზე 55 000 მაყურებელი უნდა მივიდეს და ბილეთის ფასი ( მაგალითად საფრანგეთი - იტალიის თამაშზე) საშ. 55 ევროა . აბა თქვენ თავს ჰკითხეთ ვინ გადაიხდის ბილეთში 170 ლარს ?!
qomagi
20 ნოემბერი 2017 12:38
13
ქართუ ჯგუფმა ნუ ბიძომ და თბისიმ განცხადა რომ ხარჯებს გადაიხდიდა ყველაფერს.. ასე რომ მზად ვართ მაგ მხრივ..
ზაზა
20 ნოემბერი 2017 16:37
1
ეგ არაა ის არგუმენტი, რომელიც გამოდგება!!!
სპონსორები და ეგაა!!!
იმ გუნდებს რამდენი ტურისტი ჩამოყვება?
თან ქვეყნის რეკლამა მასეთი უნდა!!!
ახალ ზელანდიას ასეთი მორაგბეები რომ არ ყავდეს, ჰა და ჰა, კივის ჭმისას გავიხსენებდით მხოლოდ...

ეგ თქვენი არგუმენტი მაგონებს იმას, რომ განათლება ძვირი ღირსო
გაუნათლებლობა უფრო ძვირი არ ჯდება?
Gia
20 ნოემბერი 2017 16:23
2
ყველა გამოხმაურება
ვინც ჯუჯღუნებს, რომ ექვსი ერისათვის მზად არ ვართ, იმათ ვეკითხები - მაშ რისთვის ვმონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატებზე, იქ ხომ ექვსი ერის გარდა მათზე ძლიერი შემადგენლობაც იყრის თავს?!.. ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ ურუგვაის ან რუმინეთს მოვუგოთ?!.. ეს ხომ ტესტებშიც შეგვიძლია?!.. თქვენის ლოღიკით, პატივცემულებო, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატებისთვისაც არ ვართ მზად და თუ თვენსავ ლოღიკას ბოლომდე მივყვებით, ალბათ, უმჯობესი იქნება, ჩვენი ადგილი სხვებს დავუთმოთ... მაგალითად, რუსებს... აბა, ავიტაცოთ....
მსქროლავი ტროლი
20 ნოემბერი 2017 11:38
0
ყველას ძალიან გვინდა დიდი გუნდების ნახვა თბილისში, მაგრამ მხოლოდ თამაში არაა, ათასი ფინანსური და სატელევიზიო საკითხებია მოსაგვარებელი. რუმინეთის და რუსეთის თამაშებზე ბილეთი რომ 10 ლარი ღირს, ინგლისი და უელსი რო ჩამოვა 100 ევრო ეღირება, სამწუხაროდ ვერ შევძლებთ ამხელა თანხების გადახდას.
ქომაგი
20 ნოემბერი 2017 10:49
14
რა ზღაპრებს ყვებით! რა 100 ევრო?
ლევანი
20 ნოემბერი 2017 12:07
0
აზრზე მოდით-ს

გეტყობა მაინც და მაინც არ გესმით "მორკინალი"-ს მნიშვნელობა, რაც მოჭიდავეს ნიშნავს.
მეგრულში ეხლაც ასე ჰქვია მოჭიდავეს - მორკინე, ჭიდაობას კი- რკინება.

შერკინება რაგბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს ჩვენი კოზირია.
თუ ფეხბურთის ან ხელბურთის ყურება გირჩევნიათ, მაშინ რაგბის ფანობას ნუ დაიბრალებთ.
zug.
20 ნოემბერი 2017 10:13
0
მაგ ხალხს რაგბი სპრინტერების სირბილი და და ქულები გონია მარტო.
ანდრი
20 ნოემბერი 2017 12:02
0
ექვსი ერისთვის აბსოლუტურად მზად ვართ.წარმოიდგინეთ ,რომ გვყოლოდა ზირაქაშვილი და გორგოძე რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში სისტემატიურად ხვდებიან უფრა ძლიერები ვიქნებოდით.დააბრუნეთ კაპიტანი ის საპენსიოდ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.მადლობა გუნდს თავდადებისა და მონდომებისათვის.მალე დადგება ის დღე როცა თბილისში ჩამობრძანდებიან და სახლში დამარცხებულებს გავუშვებთ!წ ი ნ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !
888
20 ნოემბერი 2017 09:51
2
არ მესმის, რას ნიშნავს, 6 ერისთვის მზად არ ვართო!
რატომ ვითომ?
შეგვიშვან, მოგვცენ შანსი!!!
ისე, ხომ ხედავთ, რომ ვერ ვვითარდებით?
მაგათთვისაც კარგი იქნება ახალი სისხლი!!
აბა, რა გინდათ? -ჩვენზე სუსტებთან ვითამაშოთ სულ და ისე დავარბიოთ ძლიერი გუნდები ტესტებში?

ერთი რამ ხომ ნათელია, რომ სწრაფად მივიწევთ წინ?

მე რომ ახალი ზელანდიისა ვიყო, ევროპელების შემყურე, ქართულ რაგბის დავუდგებოდი გვერდში!
კახა
20 ნოემბერი 2017 09:21
0

სიახლეები პოპულარული