საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.

კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.

მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).

32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 63 /
აცალეთ ბეკოს, მათიშვილს ნუ უგუჭებთ ახალგაზრდა მენტალს. ჯერ კვირიკე და მერე სხვა. ზალიან კარგად ითამაშა აფრასამ, მაგრამ მისი სათამაშო პოზიცია სხვა მგონია.
rugby
26 ნოემბერი 2017 11:37
0
Madloba bichebs.midis taobata cvla da midis uketesobisken.uels msoflioze davayrevinebt farxmals.
Giga
25 ნოემბერი 2017 21:39
0
როგორც ყოველთვის მენტალიტეტი, ფსიქოლოგიური პრობლემები. ვერა და ვერ გადავლახეთ ეს საშინელება.
rugby
25 ნოემბერი 2017 21:15
5
გადახალისებული, ნორჩი უკანახაზით, 13-14 კაცმა ორი ლელო დადო. რა ფსიქოლოგიას უწუნებთ?
ანდრი
26 ნოემბერი 2017 01:06
0
ადმინ! სამსახურში არ ხარ ჯერ თუ ჯერ ადრეა? ))))
bs
27 ნოემბერი 2017 11:18
0
მოგება მოგებაა, წაგება კი წაგება! გულდაწყვეტილი ამერიკელები წავიდნენ, დამარცხებულები, რაც არ უნდა ილაპარაკონ, კარგად ვითამაშეთო. ჩვენც იგივე სიტუაცია გვქონდა უელსთან, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით! საბოლოოდ მაინც მთავარი ტაბლოა, შედეგი!
ლევანი
26 ნოემბერი 2017 21:27
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული