დაბრუნება პრემიერ ლიგაში თუ საბერძნეთში ისტორიის გადაწერა - საით მიდის სარის გზა?

AutoSharing Option
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ "ლესტერს" მთავარ მწვრთნელად მაურისიო სარის დანიშვნა სურს.

ინგლისურ ელიტაში "მელიები" ენცო მარესკამ აღაზევა, რომელიც თავის მხრივ "ჩელსიში" (სადაც ადრე სარი მუშაობდა) მიდის და ახლა King Power Stadium-ის ბინადრები ახალი დამრიგებლის ძიებაში არიან.

სარის სამუშაოს ინგლისის გარდა საბერძნეთიდანაც სთავაზობენ. SDNA წერს, რომ "პანათინაიკოსი" 65 წლის იტალიელს 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონურად 4,5 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობს.

თუ გამოცდილი მენეჯერი ამ შეთავაზებას დასთანხმდება, ის გახდება ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი საბერძნეთის ჩემპიონატის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ სარი ამ
წლის მარტის მერე, მას შემდეგ რაც "ლაციოდან" დაითხოვეს, უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული