როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.
"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:
"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:
"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.
ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.
გაგვიხარდეს და შევირგოთ. გაიხსენეთ უელსთან და ირლანდიასთანაც კინაღამ მოგებულ თამაშებში 1-2 მეტრიდან ვერ დავდეთ ლელო. ასე რომ ჩვენ იმათგან ძლიან ბევრი გვაქვს სასწავლი. დაწყნარდით და გაიხარეთ.
ვისაც უჭირს და უნდა
მიაკითხეთ პროვოკატორს
მისამართი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის უკანა შესასვლელი
ვისაც ჰგონია,რომ არიქა ქართველობას წაგვართმევენ და ჩვენს საიდუმლოს გაიგებენ ინგლისელებიო და
ვინც სკეპტიკურად უყურებთ ამ ყველაფერს,
თქვენ თუ არ იცით - მე გეტყვით სად არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ძალიან გთხოვთ რაგბის შესახებ ნუღარაფერს დაწერთ!
ჩვენ ზრდილობიანი ხალხი ვართ და არ დაგცინებთ,მაგრამ თქვენც უნდა მიხვდეთ,რომ ძალიან სულელურად გამოიყურებით!