lequipe: საქართველოსთან სარგებელი ვერ ვნახეთ - ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებს" აღიარებენ და ბონუსს მისტირიან

AutoSharing Option
ფრანგულმა "ეკიპმა" სტატია მიუძღვნა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მათი გუნდის თამაშს. ისინი "უმცროსი ბორჯღალოსნების" ფიზიკურ სიძლიერეს აღიარებენ და დაგეგმილი ბონუსის გარეშე დარჩენას მისტირიან.

საქართველოსთან მატჩში სარგებელი ვერ ვნახეთ - განახლებული გუნდით ფრანგები ქართველებთან დომინირებდნენ

სწრაფი, რიტმიანი თამაში - ეს იყო დევიზი საქართველოსთან შეხვედრის წინ. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ დასვენებული 12 მორაგბის გამოყვანა გადაწყვიტა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან ხაფანგში არ მოვხვედრილიყავით, რაც ირლანდიასთან კინაღამ ძვირად დაგვიჯდა (26:24 მოიგეს -რედ).

ისევე როგორც ირლანდიასთან, დებიუტში დავწინაურდით, ამჯერად ახალწვეული ჟილბერტ
კარბონელის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი, მაგრამ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ჯალაღონიამ ლელო დაგვიდო, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-12 წუთზე ანგარიში 3:7 გახდა.

ჩვენი სათამაშო დონე გამოსასწორებელია

შემდეგ თამაში რამდენადმე გამოვასწორეთ, უფრო ბალანსირებულად, კონტაქტურად ვუტევდით, ლავაუმ და ვინსენმა ლელოები გაიტანეს, კარბონელი კი გარდასახვებში უნაკლო იყო და ტაიმი 17:7 მოვიგეთ.

55-ე წუთზე ეჩევერის და კარბონელის ძალისხმევით 24:7 დავწინაურდით, მაგრამ ძვირფასი ბონუსი ისევ შორს იყო. იერიშებში წვიმამაც ხელი შეგვიშალა და აქეთ მივიღეთ ლელო.

მოკლედ, ბონუსი დაიკარგა და როგორც ჩვენი გუნდის კაპიტანმა ანტონინ ბერუემ თქვა, სამხრეთ აფრიკასთან უკეთ თამაში გვმართებს და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, უნდა გავიმარჯვოთ.

ბერუემ ნამატჩევს განაცხადა, რომ რთული თამაში იყო, ისევე როგორც ირლანდიასთან, ბევრი ბრძოლა მოგვიწია, თუმცა ამჯერად მოედანზე მეტი თავისუფლება გვქონდა და დაცვაში უკეთ თამაშის ხარჯზე მოვიგეთ.

ფრანგების მეორე მორაგბემ გიიომ მარშანმა აღნიშნა, რომ ფიზიკურად ძალიან გაუჭირდათ აგრესიულ მეტოქესთან ბრძოლა.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთთან ღირსეულად ითამაშეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეცდებით პოზიტიური დავინახოთ, მაგრამ ღირსეულად ვიბრძოლეთ და წავაგეთ, მოწინააღმდეგეს ბონუსი ავართვით და ა.შ. არაა სწორი კომენტარი, მარცხი მარცხია და კაცურად უნდა მივიღოთ.
რაც შეეხება თამაშს ვიტყვი, რომ შერკინებაში წავაგეთ, აუტებშიც გაგვიჭირდა, ფანტაზიამ მხოლოდ რამდენჯერმე გამოანათა და შედეგაც დავმარცხდით 12ქლიანი სხვაობით. მეტი მუშაობა, მეტი ფიქრი ჭირდებათ ბიჭებს და შედეგებიც მოვა, მთავარია საკუთარი თავის იწამონ. ორივე თამაშის მოგება შეეძლოთ რაც უკვე ძალიან მაგარია.
4
კარგად წაგების ფსიქოლოგიას ნუ დანერგავთ რაგბიში თორე დაემსგავსება ესეც ქართულ ფეხბურთს!
fani
13:33 04-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული