11:52 23-06-2018
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.
მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.
იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.
შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.
მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
რაგბის თამაშის კულტურა ჩვენში პირველად ჩნდება ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო ეს თაობა მხოლოდ მებრძოლია და უკვე ძნელია მათი გარდაქმნა.
იცოცხლე, კარგია უკეთესი მწვრთნელი მაგრამ ამ შემადგენლობით პრობლემები ვერ გამოსწორდება (ვეტერანებიი ვეღარ გარდაიქმნებიან - რაც იციან იგივეს ითამაშებენ).
თუ არა და აგერ ვნახავთმ მოვიწვევთ ახალ მწვრთნელს და იგივე პრეტენზიები გვექნება.
P.S. მე ისეთი ჩასაფრებული ვარ სტადიონთან საათნახევრით ადრე ვარ დარჭობილი ჰიმნს რომ მიუსწრო, სამწუხაროდ იმის საშუალება არ მაქვს საზღვარგარეთ რომ ჩაუსაფრდე ხოლმე ნაკრებს.