World Rugby საფეხბურთო ერთა ლიგის მსგავსი ტურნირის ჩატარებას გეგმავს

AutoSharing Option
rugger.info-ს ცნობით, World Rugby-ს საფეხბურთო ერთა ლიგის ტურნირის ფორმატი და რეგლამენტი მოეწონა და ანალოგიური ტურნირის ჩატარებს გეგმავს.

როგორც იცით, საფეხბურთო ერთა ლიგამ სტრტი სექტემბერში აიღო და საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო.

მორაგბეთა ტურნირი სხვა ფორმატის იქნება - ის საშემოდგომო ტესტებს შეცვლის და 12 ეროვნული გუნდი 4 ჯგუფად დაიყოფა. ამის შემდეგ ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი.
გეგმის მიხედვით, მორაგბეთა ერთა ლიგამ სტრტი 2020 წლის ნოემბერში უნდა აიღოს.

ეს იდეა მსოფლიოს რაგბის ვიცე-პრეზიდენტს აუგუტინ პიშოს ეკუთვნის და ყოველ ჯგუფს ერთი ქვეყანა უმასპინძლებს.

alt"გადამეტების

გარეშე - ახლა უფრო აღელვებული ვარ, ვიდრე სხვა ნებისმიერი თანამდებობის დაკავებისას"
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი იქნება თუ დეტალურად ახსნით ტურნირის ჩატარების წესს. სტატიიდან გამომდინარე ბევრი შეკითხვა ჩნდება.
მერაბი
15:52 28-09-2018
0
ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები რამდენად ჭკვიანური მოფიქრებაა ეს ტურნირი, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ, თუ რეალურია და მართლა 2020 წლიდან აიღებს სტარტს, მაშინ ფაქტია რომ მსოფლიო რეიტინგის ტოპ 12-ში მოხვედრაზე და დამკვიდრებაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება ხრირად ვითამაშოთ ეს ტურნირი. ვიცი, ბევრი იტყვის რომ ტოპ 12-ში ხომ ისედაც ვიყავით, უბრალოდ ცოტა ხანია რაც მე-13-ზე გადავინაცვლეთო, მაგრამ რეალურად არც ეგრეა საქმე, იმიტომ რომ დღევანდელ რაგბში რეიტინგი მაინც პირობითი თემაა, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ იაპონიამ სულ ეხლახანსღა გადაგვისწრო რეიტინგში (როცა ობიექტურად ჩვენზე ძლიერი გუნდია) და იტალია კი დღესაც ჩვენს უკანაა რეიტინგში (სამწუხაროდ ნოემბერში კარგი შანსი ეძლევა რომ გამოასწოროს ეგ ამბავი დროებით მაინც).
ლევანი
14:17 28-09-2018
0

სიახლეები პოპულარული