17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.
ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.
ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.
მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.
მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.
წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
ისე მე მგონია თქვენ ის ხალხი ხართ რო ამბობდით კალათბურთის ნაკრები გადაიზარდა და კოკოშკოვი არ შეგვეფერება უკვეო და გააშვებინეთ ფედერაციას!!! ყველას გთხოვთ ჯერ კარგად დაფიქრდით, რას ამბობთ კარგად ჩაიხედეთ საკითხში ვინ რას ქკეთებს კარგად გაერკვიეთ და მერე განსაჯეთ ვარგა თუ არ ვარგა.
მომავალი ჩვენია!
ჰეიგი კი იმედია მესამე თამაშში მაინც არ დააყენებს ძირითადის შემადგენლობას მარქაფაში.