შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა
გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 53 /
არ შეიძლება სხვა შეხვედრების თუნდაც ანგარიშები მაინც დაწეროთ? ეს სხვა სახეობებსაც ეხება...
სოსო
18 ნოემბერი 2018 15:25
0
დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის.. მეტი რა ვთქვა.. ჯიგრები ხართ!!!
Grisho
18 ნოემბერი 2018 14:00
0
სამოა არ არის ძლიერი ნაკრები! ნუ ხართ ეიფორიაში. იტალიამ გვაჩვენა რაც ვართ!
გელა
18 ნოემბერი 2018 13:05
16
გილოცავთ გამარჯვებას ყველას, მიუხედავად ბევრი შეცდომისა ქართული ჟინის ხარჯზე მაინც მოიგეს ბიჭებმა და მადლობა მათ ამ სიხარულისთვის.

ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: ესეთი სუსტი დაცვა რაც ამ ბოლო თამაშებში გვაქვს მემგონი ისტორიის მანძილზე არ გვქონია, ლომიძე აშკარად არ არის განაცხადში შესაყვანიც კიი, კაცი მეორე მესამე ხაზს თამაშობს და 1 ბურთი არ ამოუღია არცერთ თამაშში, ყველას რომ ატარებს და დაცვა 0 აქვს ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. მაისაშვილი გასაშვებია, არ არის ის ამ დონის დაცვის მწვრთნელი და შედეგიც სახეზეა. საერთოდაც ფედერაცია ძალიან მოიკოჭლებს, აშკარად უჭირს ორგანიზების მხრივ. ბევრად მაღალ დონეზე იყო ფედერაცია ნიჟარაძის დროს და დარწმუნებული ვარ ზედგენიძის შემთხვევაშიც უკეთესი ფედერაცია გვეყოლებოდა. ჯერ მარტო გუშინდელი უაზრო გათვლა რა იყო 25 ლარი რო დაადეს ბილეთს და ნახევარი სტადიონი ძლივს შეივსო?! სირცხვილია ამ გაჭირვებაში მყოფ ხალხს რომ აიძულებ 25 ლარი გადაიხადოს თავისი საყვარელი ნაკრების თამაშის საყურებლად!!!
ბარდაკ
18 ნოემბერი 2018 11:03
0
არც სტადიონები აკლიათ ამათ და არც პირობები აქვთ ცუდი ყველამ იცის სად იყო ქართული რაგბი ამ შვიდი რვა წლის უკან მთავარია პროფესიონალიზმი და მონდომება აუცილებელია თაობათა ცვლა მიზანმიმართულად გაგრძელდეს რაც შეეხება იტალიას მასთან სათამაშოთ გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა ძალიან იგრძნობოდა ლიდერის არ ყოლა გუნდში.კაჭარავა და ნემსაძეც რო დიდი ძალაა ნაკრებისთვის ესეც ნათელია გორგოძეზე აღარაფერს ვამბობ რო ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გადათელავდა ამ ფორმაციის იტალიას.რომელიც ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი.და ბოლოს რასქვია თბისი ბანკი არუნდა აფინანსებდეს რაგბს აპა მიდი და შენ დააფინანსე შენი ჯიბიდან შე დალოცვილო თბისი კიარა ყველა კერძო ბიზნესის მქონეს პირიქით უნდა მოუწოდო რო ფული ჩადოს რაგბში.აპა ბიუჯეტის ხარჯზე რაგბი ვერანაირად ვერ განვითარდება ეგ უკვე წარსულია და აღარ დაბრუნდება.ეგარი ჩვეულებრივი პოპულიზმი და მეტი არაფერი.ფედეარაცია რატო არსებობს იმიტომ რომ რაც მოგცენ და აგიშენენ ის ყაირათიანად გამოიყენო ჩემზე რო იყოს ნიჟარაძეს დავაბრუნებდი ფედერაციაში.და კიდე ჰეიგი თუ წავა და ვიღაც პანჩო ვილა მოვა ვინ იძლევით გარანტიას რო ხვალ არგენტინას და ირლანდიას მოუგებთ არც არავინ ასე რო ვაცალოთ ამ კაცს მსოფლიომდე და მერე გაუშვათ თუ არ ექნება შედეგი.
zaza
18 ნოემბერი 2018 11:00
0
Dimitri basilaia sad ari ro ar chans amdeni xania ? ?
David
18 ნოემბერი 2018 04:05
2
რა დაგვანახა თამაშშმა- პოტენზია სერიოზული არსებობს, ჩავარდნებიც გვაქვს -ანუ ფსიქოლოგიური და მენტალური მომზადება და მასზე ყურადღება ყოველ თამაშისათვის აუცილებელია.

ახალგაზრდებს ჭირდებს ფ ი ზ ი კ ა,შტანგაზე სერიოზული ვარჯიში - ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე რომ შეემატოთ და ჯახის დროს უკან კი არა-წინ იწეოდნენ-აგდებდნენ მოწინააღმდეგეთ, მისთვის კარგი იქნება უცხოლი სპეციალისტებიც მოიყვანონ ქართველ სპეციალისტთან ერთად.

შერკინებაში ა რ გვჭირდება უცხოელები -მხოლოდ ქართველები- რაც შერკინებისათვის უცხოელი მწვთნელების მოყვანა დავიწყეთ- მასს შემდეგ პოზიციები სერიოზულად დავთმეთ.
უცხოეთიდან
გჭირდება მოლის და რაქის სპეციალისტები, ჩვენი ძველი უპირატრსობა- მთლად რომ ზელადიელებივით გაშლა-ეფექტური მარაოები ისწავლოს ჩვენმა ახალმა თაობამ- ა რ ა ს ო დ ე ს არ უნდა დავივიწყოთ- აუტი-მოლი-ლელო,

სპეციალისტი გვჭირდება - დერეფანისათვის.

კ ა რ გ ა დ გავიაზროთ - საქართველოში რაგბი უ ნ დ ა გავხადოთ მასიური- კარგი ხარისხის რაგბის სტადიონები ა ვ ა შ ე ნ ო თ - ეთნიკურად არაქართულ რეგიონებში-ც : პანკისის ხეობაში , ჯავახეთში, ქვემო ქართლში და გავაგზავნოთ კარგი სპეციალისტები - ეთნიკურად არა ქართულ ახალგაზრდობაში ქართული ენის დაუფლების აუცილებლობა ბუნებრივად გაჩნდება, შემდგომ ი ნ ტ რ ე ს ი გა-100-გდება - რაც საბოლოოდ აყალიბებს - სამოქალაქო საზოგადოებას,თავს მიიჩნევდნენ მხოლოდ ს ი ა მ ა ყ ი თ - ,,მე ქართველი ჩეჩენი ვარ, , ,,მე ქართველი სომეხი,, ,,მე ქართველი აზერი,, - როგორც ,,იტალო ამერიკელები,, ,,ამერიკელი ბერძნები,, ,,ებრაელი ამერიკელები,, ...

რ ა გ ბ ი -არის ვ ა ჟ კ ა ც უ რ ი ცხოვრების წესი ,რაც დევს ქართულ მენტალიტეტში და ეს მენტალიტეტი უ ნ დ ა გდაედოს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური მწრამსის- ანუ რაგბის წ ა რ მ ა ტ ე ბ ა მარტო ქართველებს საქართველოში ა რ უნდა გვიხაროდეს- მ თ ე ლ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს!

ყველა შემთხვევაში მცირე დროში მსოფლიოში ერეთ-ერთი წამყვანი სარაგბო ერი ვიქნებით!
გლახუნა
18 ნოემბერი 2018 03:10
7
რეზო
სვასტიკი რა შუაშია ?! - სახელმწიფო აზროვნება და სახელმწიფო პასუხისმგებლის განვითარება - განმტკიცება - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვუანია - სახელმწიფოსათვის. საქართველოში რაგბი - მართლა ქართველობამ უნდა ვითამაშოთ ?!
ის ქისტი, ის აზრი, ის სომეხი მასზე უნდა ფიქრობდეს რომ ბორჯღალი მისი სამშობლოს - სახელმწიფოს - სარაგბო ოჯახის ნიშანი - და ის ისევე უნდა ატარონ და დ ა ი ც ვ ა ნ დანით იამაყონ (!) როგორც ქართველობამ - ეს მენტალური საკითხია.

და მე- 2- მეგობარს

ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ეს არაფრის მთქმელი არ არის და სიმძლავრეში ჩვენ ბიჭებს პრობლემები აქვთ, შერკინებაში რომ სცე რ ი ო ზ უ ლ ი პრობლემა გაგვიჩნდა - ეს თვალსაჩინოა და მასზე ყურადღება ალბად გ ა ც ი ლ ე ბ ი თ მეტი ჭირდება.
გლახუნა
18 ნოემბერი 2018 13:26
0
ბორჯღალიც სვასტიკით შევცვალოთ?!
რეზო
18 ნოემბერი 2018 11:36
1
ყველა გამოხმაურება
- ჯერ სამოასთან და მისთანა გუნდთან უნდა გვეთამაშა და მერე იტალიასთან - სტრატეგიული მიდგომა იტალიასთან თამაშისათვის იყო ს უ ს ტ ი ! ტესტების დროს 1-ლი თამაშისათვის ბიჭები თითქმის ყოველთვის ნაკლებათ შეთამაშებულები არიან, განწყობაც შედარებით ნაკლებათ მომზადებულები და რ ა ტ ო მ ასეთი-ამდაგვარი შეცდომები ?!

გლახუნა
18 ნოემბერი 2018 02:33
1
2 წელია გამოვთქვამ აზრს რომ ლობჟანიძე რეგრესს განიცდის და ასეთი 9 ნომრით თამაში უჭირს გუნდს. სანამ სხვა კომპონენტებში მაინც ვიყავით კარგად ვასკას ფორმაში არ ყოფნა ასეთი თვალში საცემი არ იყო, მაგრამ ახლა როცა აუტი, მოლი და შერკონებაც კი აღარ გამოგვდის მაგარი, რაქიდან ბურთის გამოტანების ასეთი დაგვიანება , არასწორი გადაწყვეტილებები პასის დროს უკვე დამღუპველია. აფრასიძე გაცილებით დინამიურად თამაშობს ამჟამად. ზოგადად კი მხოლოდ ბოლო 30 წუთში გამახსენდა რომ რაგბი ჩვენი თამაშია და მიკვირს როგორ მოახერხა ფედერაციამ და ჰეიგმა ასე არევა გუნდის. თან ამისკენ თითქოს მიზანმიმართილად მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ. პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს ამ თავგადაკლულ გულშემატკივრებს რატომ არის გუნდი ასეთი არეული, თამაში დაულაგებელი და არაპროფესიონალური შეცდომებით დატვირთული? ნუ გვეტყვით მაგრამ დაინახეთ და გამოასწორეთ - დერეფანში ბურთის შემოტანა რატომ უნდა გვიჭირდეს 6 ერზე პრეტენზიის მქონე გუნდს? პ.ს. კომენტატორი სხვა არ შეიძლება რომ მოძებნოთ? მოგებულ თამაშებში კიდევ შეიძლება ავიტანოთ და ასეთ თამაშებში უკვე ნერვებს გვაგლეჯს მაგის ხმა - კაცი იჭაჭებოდა უდისციპლინობააო გაროცა ბრეგვაძეს თავში წამოარტყეს და ჩვენებმა საპასუხო რეაქცია გამოავლინეს ?! თურმე ამის უფლება უნდა მისცე მოწინააღმდეგეს და თან თბილისში (აქამდე ვერც გიბედავდნენ და ახლა თურმე ჩვენებმა წამოთაქებები უნდა გაატარონ კიდეც)! აფრასიძეს კი გამდედაობა და მანევრები დაუწუნა როცა ამ ბიჭის ეს მოძრაობები და სისწრაფე იყო გარდატეხის ერთერთი ფაქტორი ამ თამაშში. მოკლედ თავისთვის უყუროს რა.
???
18 ნოემბერი 2018 02:08
7
კომენტატორი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უკვე რამდენი ხანია, ბოდიში მაგრამ არ არის ნიაზას საქმე კომენტატორორბა.
ირაკლი
18 ნოემბერი 2018 12:27
1
ყველა, ვინც ახალ მწვრთნელზე აპელირებს, დაასახელოს თუნდაც ერთი მწვრთნელი, რომელიც ჰეიგს სჯობია და რაც მთავარია უმუშევარია. ყველასთან რომ მოგებაზე ვფიქრობთ, ძალიან კარგია, მაგრამ ეს სპორტია და გამარჯვება ასე ადვილად არ მოდის. ყველას დიდ " ომებში" მოგება გვინდა, მათ შორის მეც, მაგრამ პატივი ვცეთ ყველას, ვინც თუნდაც დღევანდელ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. ასე ადვილი არ არის ეს ყველაფერი, განსხვავებით ლაპარაკისგან.
გიორგი
18 ნოემბერი 2018 01:23
3
აქ პირადული რა უნდა იყოს ან დაასახელეო რომ ითხოვთ გამოცდაზე ვართ საფრანგეთის პრო 14 კლუბების ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრესტიჟული იქნება ჩვენი ნაკრების გაწვრთნა და მთავარი აქ ფინანსებია კარგ ანაზღარებას ზელანდიელიც ინგლისელიც და ბანგლადეშელიც დათანხმდება
კახა
18 ნოემბერი 2018 03:01
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული