შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოა 27:19 დაამარცხა.

ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, ბორჯღალოსნებმა მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.

ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა.

მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები გარდაისახა, თითქოს მოედანზე სულ სხვა
გუნდი გავიდა, თამაშობდა შემართებით და დამსახურებულად გაიმარჯვა.

წლის ბოლო ტეს-მატჩში ბორჯღალოსნები ტონგას უმასპინძლებენ. თამაში 24 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ვეთანხმები მათ ვინც თვლის რომ ჰეიგს დიდი მადლობა და ახალი მწვრთნელი ნაკრებში. იმაშიც ვეთანხმები რომ ფედერაციაში ცვლილებებია საჭირო. ახალგაზრდების თამაში რომ მოგვწონს ეგ ჰეიგს არ უსწავლებია, ეგ მაგათ სხვა მწვრთნელებმა ასწავლეს, ასე რომ ნაკრებს უდაოდ სჭირდება ახალი მწვრთნელი. სამოა იტალიაზე გაცილებით სუსტია და მაგიტიმაც მოვუგეთ მეორე ტაიმი. მსოფლიოზე ასე ჩაგდებული ტაიმის მერე ვისთან უნდა გქონდეს რამის იმედი?! ვერ გავუგე ამ ჰეიგს ვერაფერი, შერკინებაში ინგლისელი მწვრთნელი და დაცვის მწვრთნელად ქართველი...მაგარი თაობა მოდის და მაგათ უნდა მაგარი მიხედვა, ლოზუნგებით წვრთნა ვერაფერი ბედენაა, მაგარი მწვეთნელი გვჭირდება ნაკრებისთვის და მციდნე ხალხი ფეერაციაში!
პაატა
18 ნოემბერი 2018 00:48
10
საიდან მოგაქვთ, რომ ნაკრების მწვრთნელმა უნდა ასწავლოს მორაგბეს თამაში? ნაკრები წვრთნას გადის მაქსიმუმ 1 თვე ან 2 კვირა ტესტებამდე ან თამაშებამდე. ნაკრების მწვრთნელს ევალება სწორი სელექცია, სწორი ტაქტიკა და სწორი შეცვლა სწორ დროს! რომელმა იცით ჰეიგი, რამდენ შავ სამუშაოს ასრულებს გარდა იმისა, რაც ევალება? იცით რამდენს მუშაობს საკლუბო მწვრთნელებთან? იცით რო კვალიფიკაციის ასამაღლებლად მწვრთნელებს უშვებს ზელანდიურ კლუბებში? კაცმა ფედერაციის საკითხებიც შეითავსა ჰეიგზე ნუ აპელირებთ ტყუილად სვანაძეს მოკითხეთ, რაც ხდება იარი რო ათქმევინა ნიჟარაძეს ჩერეზ მთავრობა და ეხლა რო ზის თბილ სკამზე და ძალით რო ტენიდა ნაკრებში თავის ძმიშვილს სანამ კინაღამ შუაზე არ გადატეხეს არ შეეშვა აი მაგაზე ილაპარაკეთ.
ისე მე მგონია თქვენ ის ხალხი ხართ რო ამბობდით კალათბურთის ნაკრები გადაიზარდა და კოკოშკოვი არ შეგვეფერება უკვეო და გააშვებინეთ ფედერაციას!!! ყველას გთხოვთ ჯერ კარგად დაფიქრდით, რას ამბობთ კარგად ჩაიხედეთ საკითხში ვინ რას ქკეთებს კარგად გაერკვიეთ და მერე განსაჯეთ ვარგა თუ არ ვარგა.
Me
18 ნოემბერი 2018 10:43
1
ყოჩაღ ბიჭებს და ჰეიგს იციან სამოას რა მომენტი დაუჭირონ რაც შეეხება იტალიას სულ რომ არასდროს არ მიგვიღონ ექვს ერში იტალიაში სათამაშოდ არაფრის დიდებით არ უდა ჩავიდნენ აწი სანამ თბილისში არ ჩამოვლენ და ეს უნდა იყოს პრინციპული პოზიცია,
samtredski
17 ნოემბერი 2018 23:16
5
ეგ მარტო იტალიაში ჩასვლაზე არ იყო, კიდე ბევრი ჩათლახობა იყო მანდ და მომენტი დაგვიჭირეს არავინ არა გვყავდა. მთელი დრო მიზანმიმართულად ემზადებოდნენ, თან ირლანდიასთან თავი გაიფარჩაკეს ხალხი დაასვენეს და ადვილად მაინც ვერ მოგვიგეს ამოისუნთქეს რომ მოგვიგეს. მაგათ მოულოდნელად რომ გადავეყაროთ აუცილებლად გავაგორებთ და კიდე ბევრ სხვას კიდე. ოკეანელებს რომ სისტემატურად ვეთამაშოთ უპრობლემოდ მოვუგებთ იტალიას.
givi
18 ნოემბერი 2018 01:09
0
რა თქმა უნდა გახარებული ვარ, მაგრამ რაც თბს ბანკი შეძვრა რაგბში სულ უკან წავედით. სად მევახშეები და სად ვაჟკაცების სპორტი.
a
17 ნოემბერი 2018 23:00
19
თბს ბანკამდე ვთბ იყო და მევახშეობა რა შუაშია ხაზარაძე კი არ თამაშობს, მარა თარსები კი არიან მგონი :)
Me
18 ნოემბერი 2018 10:51
0
ბიჭებს დიდი მადლობა!
მომავალი ჩვენია!
ჰეიგი კი იმედია მესამე თამაშში მაინც არ დააყენებს ძირითადის შემადგენლობას მარქაფაში.
დიმა
17 ნოემბერი 2018 22:59
3
კახა. გულდაწყვეტილი გეთანხმები. ბოლოს ყველაფერი ძველდება და ჰეიგიც, მგონი, ნელ-ნელა იწურება. რას იზამ. საბედნიეროდ ბოლო მწვრთნელები ერთი მეორეზე კარგები და დროულები იყვნენ. ყველა მათგანს დიდი მადლობა, დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენგან!
zurab
17 ნოემბერი 2018 22:28
3
მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის ერთმანეთის გვერში დგომისთვის(გვაკლია ძალიან) ქვეყნის სიყვარულისთვის ჩვენი გული და სული ხართ ბორჯღალოსნებო განსაკუთრებული მადლობა ჰეიგს და ტონგასთან გავაცილოთ ეს კაცი ჩავაბაროთ ფედერაცია სვანაძე მაინც არაფერს აკეთებს და მოვიწვიოთ კვალიფიციური მწვრთნელი გავუსწოროთ სიმართლეს თვალი ეს გამარჯვება მთლიანად სულისკვეთების ხარჯზე მოვიგეთ კარგი დისციპრინებული გუნდი არ დაგვანებებდა მოგებას პირველი ტაიმის შემდეგ სამწუხაროდ ჰეიგმა ამოწურა თავისი თავი საჭიროა ახალი ხედვები გუნდის უფრო ტაქტიკურად მომზადება უკვე მთლად რეგრეს ვერ დავარქმევ მაგრამ პოზიციებს ვთმობთ შერკინებაში მოლი ვერ გამოვიყენეთ ვერცერთხელ ბოლო თამაშებში ჰეიგს მივანიჭოთ გორგასლის ორდენი და ფედერაციაში დავნიშნოთ მწვრთნელთა გადამზადების კურატორად ან ნაკრებებისთვის ახალგაზტდების გადამზადებლად ანდაც აკადემია ჩავაბაროთ დროა მერე დაგვიანებული იქნება მსოფლიოსთვის.
კახა
17 ნოემბერი 2018 21:56
8
რომელ ქართველს ლობირებთ თქვით ბარერ.
ჯონდო
17 ნოემბერი 2018 22:49
5
მაჩხანელი დააბრუნეთ კაპიტბად
ბესო
17 ნოემბერი 2018 21:55
13
ხო მაჩხანელი და ფეხბურთში მიშა მესხი
მე
18 ნოემბერი 2018 10:55
0
რა შუაშია ეს?
glot
17 ნოემბერი 2018 22:17
0
აფერუმ დებიუტანტებს და ახალგაზრდებს!! სუთი მგელი!! ჩემი აზრით ნარიაშვილი ლომიძე ლობჟანიძე ნაკრებში ძირითადის მოთამაშეები არ უნდა იყვნენ!!!
სპორტ ფაზა
17 ნოემბერი 2018 21:14
23
მე ვთქვი ძირითად სასტავში არ არის დასაყენებელი თორე საერთოდ არ ითამაშონ ნაკრებში თქო არ მიგულისხმია.... გაანალიზეთ თამაშები და ნახავთ ვინ ჯობია 1 ნომერზე...9 ნომერზე და აშ.. წარმატებები ჩვენ ლომებს!!!
სპორტ ფაზა
18 ნოემბერი 2018 00:08
1
სამწუხაროდ ვასკა ნამდვილად ვეღარ პროგრესირებს, ლომიძეც არაა შეუცვლელი, მარა ნარიაშვილზე ეგ რა ნამუსით თქვი კაცოოო
mirosan
17 ნოემბერი 2018 22:20
1
ყველა გამოხმაურება
ახლები სულ სხვანაირად თამაშობენ, სულ სხვა მოძრაობა და პლასტიკა აქვთ, სულ სხვა ფანტაზია და გაქანებაა, ამათ რა უნდათ მარქაფაში, ამათზე უნდა აიწყოს მსოფლიოსთვის გუნდი.
ვვვ
17 ნოემბერი 2018 21:12
3
ისევ 20-წლიანებმა იყოჩაღეს
მთ
17 ნოემბერი 2018 21:04
1

სიახლეები პოპულარული