SkySports.com-მა ბექა გორგაძე კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში ორი ტესტ-მატჩი გამართა: პირველი 10 ნოემბერს ფლორენციაში იტალიასთან, რომელიც  17:28 დათმო, 17 ნოემბერს კი სამოა დაამარცხა 27:19.

საქართველოს ნაკრების რვა ნომერი - ბექა გორგაძე ბრიტანულმა გავლენიანმა SkySports.com-მა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფლორენციაში იტალიასთან დამარცხდა, "ბორჯღალოსნებმა" თბილისში სამოას დამარცხება მოახერხეს ანგარიშით 27:19. მათი რვა ნომერი ბექა გორგაძე კი ჩვენს 15-ეულში მოხვდა.

"ბორდოს" 22 წლის ძლიერი მორაგბე კი იმ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რომელმაც სამოასთან 16-ქულიანი ჩავარდნა გამოასწორა და და 19:3-ის შემდეგ მოგება მოახერხა. გორგაძემ
4 მეტოქე ჩამოიშორა, 12-ჯერ ბურთი წაიღო, 9 ბოჭვა შეასრულა და სამოელებს ბურთი ერთხელ აართვა" - ვკითხულობთ SkySports.com-ზე.

მთლიანი გუნდი კი ასეთია: 1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. გილემ გირადო (საფრანგეთი), 3. ტად ფურლოგი (ირლანდია), 4. დევინ ტონერი (ირლანდია), 5. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 6. მაიკლ ლიჩი (იაპონია), 7. პიტერ ო’მანი (ირლანდია), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 9. ტომოს ვილიამსი (უელსი), 10. ანდრე პოლარდი (სამხრეთი აფრიკა), 11. ჯეიკობ სთოქდეილი (ირლანდია), 12. რიოტო ნაკამურა (იაპონია), 13. ჰუ ჯონსი (შოტლანდია), 14. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 15. რობ კარნი (ირლანდია).

altშესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები გარდაისახნენ და სამოა დაამარცხეს [VIDEO]

altდავივიწყოთ იტალიასთან მატჩი და სამოასთან გამოვასწოროთ შეცდომები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული