ფოტოს ავტორი: გოგიტა ბუხაიძე
24 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" ტონგასთან მატჩს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართავენ.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ქართული რაგბი 2010 წლიდან თანამშრომლობენ და ზემოთ ნახსენებ კამპანიას არაერთი მატჩი მიუძღვნეს. ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა და "მიხეილ მესხის" მოედანზე ჩვენს ნაკრებს HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილი ბავშვები გააცილებენ. კამპანიის ფარგლებში ტრიბუნებზე რაგბის ბურთებსაც დაარტყამენ.
"ჩვენთვის დიდი პატივია და ამაყები ვართ, რომ ამ კამპანიის ნაწილს წარმოვადგენთ. მასში საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩავერთე და ვფიქრობ, ყველა, ვისაც იმავეს საშუალება ექნება,
პრესკონფერენცია
დღეს დილით "ბორჯღალოსნებმა" "თიბისი რაგბის სერიების" დასკვნითი მატჩის წინ "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.მილტონ ჰეიგი: "სამი კვირაა შეკრებაზე ვართ და მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. აუცილებლად უნდა გავითავისოთ ის სათამაშო სტილი, რასაც ტონგას ნაკრები შემოგვთავაზებს.
ტონგა მსოფლიოს სარაგბო სამყაროში გამორჩეულია, როგორც ფიზიკურად ძლიერი გუნდი. შესაძლებელია, რომ ხვალ ბურთი არც გაიშალოს და თამაშში მრავლად იყოს ახლო დარტყმები. სწორედ ამიტომ, შეცვლაზე 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშე გვყავს. გარდა ამისა, მესამე ხაზის ახალგაზრდა ბიჭებმა განვლილ ორ შეხვედრაში მოედანზე დიდი დრო გაატარეს და ესეც გავითვალისწინეთ.
ხმალაძემ წინა მატჩი 15 ნოემბერს დაიწყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის ამ ამპლუის მოთამაშე არაა, თუმცა გვსურს, რომ სხვადასხვა პოზიციაზე სიღრმეები შევქმნათ. მერაბ კვირიკაშვილი თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება. მას, ფულბეკის გარდა, 10 ნომერზეც შეუძლია თამაში და ფრთაზეც".
მერაბ შარიქაძე: "როგორც წესი, წლის დასკვნით თამაშს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით. ყველა ვაანალიზებთ, რომ ტონგა სამოაზე ძლიერია და შესაბამისი განწყობით ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.
გვაქვს იმედი, რომ ჩვენ უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, ვიდრე ტონგელები. ვფიქრობ, მეტოქე თამაშს უფრო მაღალ ტემპსა და ხარისხში დაიწყებს, ვიდრე დაამთავრებს. ჩვენი სტრატეგია ის იქნება, რომ ვიყოთ მომთმენები, ტონგას არ მივცეთ ის უპირატესობა, რაც სამოას მივეცით და თუ ჩვენ შევძლებთ ამ უპირატესობის მოპოვებას, ის რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ და ბოლოსკენ ტემპს მოვუმატოთ".
მილტონ ჰეიგმა ტონგასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნებში" ცვლილებები განახორციელა
ისტორია, ცვლილებები - ის, რაც ტონგას ნაკრების შესახებ უნდა იცოდეთ
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
თამაში დამოკიდებული იქნება -ვინც ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს და ეს მაქსიმალკურად უნდა ვეცადოთ,აქ განსაკუთრებით დ ე რ ე ფ ა ნ ს უნდა მიექცეს ყურადღება!