პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" 9 დეკემბერს ისტორიული შეხვედრა გამართა. ჩელენჯ თასის სადებიუტო მატჩში მან 1,5-საუკუნოვანი ისტორიის მქონე ინგლისურ გრანდ "გლოსტერს" უმასპინძლა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

ინგლისელებმა 15 ქულა ჯარიმების ხარჯზე მოიხვეჭეს, რაზეც ლუკა მატკავამ ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით უპასუხა. პირველ ტაიმში მასპინძელთა მოლს მეორე ლელოც მოჰყვა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ ხანგრძლივი გადამოწმების შემდეგ გააუქმა…

ნამატჩევს "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი): „ვეთამაშეთ დიდი ისტორიის მქონე მრისხანე მეტოქეს, რომელსაც სიღრმეების მხრივ პრობლემები არ აქვს და ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის თამაშს მეორე ნომრები უფრო მეტი მონდომებით ატარებენ. ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ, მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ მოედანი გამარჯვებულებს დაგვეტოვებინა და ამაში მხოლოდ ანგარიში არ იგულისხმება. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დარწმუნებული, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ასეც მოხდა“.

„პირველ ტაიმში გავიტანეთ ორი ლელო, რომელთაგან მეორე ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გაუქმდა. არ მაქვს პასუხი რატომ არ ჩაითვალა ეს ლელო. წაგებული თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ის, რომ "გლოსტერს" ლელო არ გავატანინეთ, თავად კი ორი გავუტანეთ, ნამდვილად იძლევა უკეთესი მომავლის იმედს“.

„ახლა უელსში მივემგზავრებით, სადაც "სკარლეტს" ვეთამაშებით, მერე "ჰითთან" გველის სუპერთასის ფინალი, იანვარში კი "კასტრთან" და "კლერმონთან" გვაქვს შეხვედრა. გასეირნება არცერთი იქნება, თუმცა ყველას დავანახეთ, რომ ჩელენჯ თასში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვართ და ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრას მოვიგებთ, მაგრამ მთავარია ბოლომდე ვიყოთ ბრძოლაში და ის დროც მოვა, როდესაც დიდ თამაშებს მოვიგებთ“.

მერაბ შარიქაძე (კაპიტანი): „მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც წვიმის მიუხედავად სტადიონზე მოვიდა და ბოლომდე გვერდში გვედგა. მათი ხმა 80 წუთის განმავლობაშ ისმოდა და ეს დასაფასებელია. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თამაშის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და იდეალური გარემო შექმნა“.

„ასეთ მძიმე თამაშებში პატარა შეცდომებს დიდი ფასი აქვს. ვინც მსგავსი ტიპის მატჩებში პირველად იღებს მონაწილეობას, მათთვის რთულია. წნეხის მიჩვევას მეტი მსგავსი დონის თამაშები სჭირდება. მნიშვნელოვანია, ყოველი თამაშის, ვარჯიშის შემდეგ ნახევარი ნაბიჯით წინ ვიაროთ და აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ასეთ გუნდებთან ფავორიტებად ჩავითვლებით“.

ლუკა მატკავა: „წაგებული მატჩის შემდეგ პოზიტივზე საუბარი რთულია, ბიჭებმა კარგად იმუშავეს, კარგი მომენტი შემიქმნეს და გამოვიყენე“.

Rugby.ge

გიორგი
მასპინძელი რა შუაშია? თუ დარღვევა არ იყო, ან სტუმარს რატომ უნდა გაუუქმოს?
გიორგი
მსაჯმა ერთი ლელო მოგვპარა და ერთი-ორჯერ შერკინებაშიც უსამართლიდ დაგვაჯარიმა. რაგბის "მამებს" არ ვუნდივართ, რადგან თბილისში თამაშებიდან შემოსავალი არ აქვთ. ჯერ ერთი, ბილეთში 20-30 ფუნტს ძალიან ცოტა ვინმე თუ გადაიხდის. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ რომც გადაიხადონ, ჩვენში რაგბის გულშემარკივარი 3-4 ათასი თუ იქნება, რაც კომერციულად აბსურდის დონეზეა. გამოსავალი კი ერთია, უნდა გაიზარდოს ჩვენი გუნდების დონე, რომ მსაჯიანად "გადავჯეგოთ". სხვათაშორის, მაისაშვილის ხელში შერკინება ძალიან დაგვისუსტდა და ეს სასწრაფოდაა გამოსასწორებელი.
დათო
ასეთ ლელოს მასპინძელს არავინ უუქმებს-100% სწორია!!!!
რეზო
მართალი ბრძანდებით! თამაშზეც ვიყავი. სალში დავბრუნდი თუ არა, გადავახვიე და ძალიან ბევრჯერ ვნახე ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. კომენტატორებსაც მოვუსმინე, მსაჯებსაც. სადაც შევძელი ინფორმაციის მოპოვება, წავიკითხე. 100 % იანი ლელო იყო! მართლა არ შეიძლება ამდენის ატანა. იმიტომ, რომ ძვალი გადმოგვიგდეს გასათქვირათ, თავზე უნდა გვიშვებოდნენ სულ? სიმართლეს გაუმარჯოს და რა დიდი დაფასებაა ეს ჩელენჯ თასი? ენისეი არ თამაშობდა და არ იგებდა?მანამდე რუმინელები, ესანელები და ვინ აღარ! ფიჯისთან თამაში მოგვპარეს, ეს თამაში მოგვპარეს! რაგბში რომ სისტემა და მმართველი ორგანოა ეგეთი არსად არ ხდება! შერკინების პირველი ხაზი კი ნამდვილი იმედგაცუება იყო. გაკვირვებული ვარ. მაინტერესებს, უკეთესი რესურსი პირველხაზელების დიდ 10 ში გვყავს?
გიო
შერკინება პრობლემაა (რაც მაისაშვილის "საფირმო მარკად" იქცა უკვე ჩვენდა სავალალოდ; არადა აქვს როგორც მწვრთნელს თავისი ბევრი პლუსიც), 9 და 15 პრობლემური პოზიციებია, მაგრამ გლოსტერის ამ შემადგენლობასთან მაინც შეგვეძლო მოგება, რომ არა მსაჯები! ძალიან სერიოზული სამუშაოა ამ მხრივ, ასეთ ლელოს მასპინძელს არავინ უუქმებს; არ ვაჭარბებ, არასოდეს მინახავს... არავითარი თვალსაჩინო დარღვევა იქ არ ჩანს! მართლა სირცხვილია უკვე მსოფლიოდან მოყოლებული ამდენი წუწუნი მსაჯობაზე, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს: აშკარად სისტემურ "მიდგომასთან" გვაქვს საქმე!
სოსო
სამწუხაროდ,ბოლო 10-15 წუთში,დაღლილობა ძალიან შეგვეტყო და ბურთი შეგვინელდა.მთელ გუნდს და მწვრთნელებს,მადლობა.ასეთი გუნდი რომ ლელოს ვერ დაგიდებს.ხუმრობა საქმე არ არის.ერთ კვირაში კიდევ რომ გვეთამაშა,ასე მგონია,გავიმარჯვებდით,თუმცა ამ მატჩშიც შეგვეძლო,გამარჯვება.მწვრთნელების დუელში,ლევან მაისაშვილმა,არაფერი დაუთმო,ვიზავის და ესეც ამტკიცებს,რომ ლევანი,კარგი მწვრთნელია.კარგი იქნებოდა, მასაც ჰყოლოდა,გუნდი,ამ ტურნირზე სათამაშოდ.ის ხომ ნაკრებში ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან ავტომატურად,შავი ლომის მწვრთნელის თანამდებობასაც დატოვებს.მას უკვე ძალიან დიდი ცოდნა-გამოცდილება აქვს დაგროვილი და საცოდაობა იქნება,ის მხოლოდ კაბინეტური მუშაობისათვის გამოვიყენოთ.იქნებ მოხერხდეს და კიდევ რომელიმე გუნდი,ჩემპიონატში მოთამაშე,ან თუნდაც მეორე ფრანჩაიზი,გავიყვანოთ,ასეთ ტურნირებზე.ამ შემთხვევაში,სანაკრებო ბაზა,გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი იქნება და ახალგაზრდობის მეტად ჩართვის შესაძლებობა შეგვექმნება.
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
შეცდომები და ბარტონის 5 საჯარიმო - "შავი ლომი" "გლოსტერთან" დამარცხდა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუკა მატკავა: "სქარლეთსი" მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
"გლოსტერი" – კლუბი 1.5-საუკუნოვანი ისტორიით
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ღია ვარჯიში ისტორიული თამაშის წინ
ჩელენჯ თასი | დებიუტისთვის 23 შეირჩა
"შავი ლომი" | საერთაშორისო პრესის გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე - მცირე შოკი და გმირი მატკავა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს