მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ტონგას დამარცხების (20:9) შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე გასული სამი შეხვედრა მიმოიხილა.

მისი თქმით, სამიდან ორ შეხვედრაში იმარჯვეს, იქამდე რამდენიმე თამაში რომ ჰქონოდათ, იტალიის ძლევაც შეეძლოთ, საერთოდ, 10-ბალიანი სისტემით თავისი შეგირდების გარჯას 8-იანით აფასებს და გუნდის ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, შედეგი კარგია.

მან ახალგაზრდები შეაქო და აგრეთვე აღნიშნა, რომ გუნდის კაპიტნის დაბრუნებამ გაახარა, რომელიც ბორჯღალოსანთა ლიდერია.

ჰეიგმა განაცხადა, რომ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მსოფლიოს თასისთვის მზადებისას ასეთივე მატჩებში შეეცდებიან თამაშის დახვეწას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავთ ყველას და ვულოცავ ბიჭებს, მესამე თამაში აშკარად სჯობდა წინა ორს, ეტყობოდა რომ ყოველი შემდეგი თამაში უკეთესი იყო, აქედან გამომდინარე ვეთანხმები ჰეიგს, იტალიასთან რომ ბოლოს გვეთამაშა შესაძლოა სულ სხვა შედეგი დაგვედო!
ირაკლი
13:14 25-11-2018
2
წიხლებს ნუ ისვრი რა დამსახურებულად მოგვიგეს! ამ სამი თამაშიდან ერთი გაკეთებული კომბინაცია მანახე ხაზში! კი შენი მიღწევაა ნახევარი, სამოას და ტონგას უკვე რომ ვამარცხებთ მაგრამ დავიცადოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახოთ როგორ გამოვალთ ფიჯისთან და იმ დიდ 2 გუნდთან მერე შეგვიძლია ვისაუბროთ ვაგრძელებთ პროგრესს თუ ისევ ყოველ ნოემბერს სამოას და ტონგას ვამარცხებთ.
95

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული