Guardian: მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება გაუჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებში ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა - ფლორენციაში იტალიასთან დათმო, თბილისში კი ტონგა და სამოა დაამარცხა.

ამ შეხვედრების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი გუნდი მე-15-დან მე-13 პოზიციამდეა აღზევებული.

ბრიტანულმა Guardian-მა კი საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14-ეა.

აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა ჩვენს გუნდზე:

"იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად არიან. მათ ისევ მესამე
ადგილზე გასვლა გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამი გუნდიდან საქართველოსთან იოლი გასეირნება არცერთს ექნება", - ვკითხულობთ Theguardian.com-ზე.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაემართება. მის ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაია.

altდავით კაჭარავა: თუ ფიჯის ვძლიეთ, მაშინ უელსის ძლევაც შეიძლება და თუ უელსს ვძლიეთ, ავსტრალიაზე გაქაჩვაც შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემი სასწავლებელი რა სჭირს მელიტონს, მაგრამ რაც შეიძკება სწრაფად უნდა მოხდეს ახალბედების ასიმილაცია, სულ სხვა დონის და კლასის რაგბს თამაშობენ აბჟანდაძე, აფრასიძე, ძნელაძე, გორგაძე და სხვები, ძველები ამას აწი ვეღარ აითვისებენ.
fira
14:56 29-11-2018
0
ეს პროგნოზები თავისთვის შეინახონ, ჩვენ კი ვიცით რომ ჯგუფიდანაც გავალთ! :)
ოპტიმისტი
12:51 29-11-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული