გორგაძის ბრწყინვალე ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: ლევან ვერძეული/facebook.com/GeorgianRugby

9 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში სტუმრად რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში და 23-კაციან განაცხადში ცვლილებები მოხდა.

მერაბ შარიქაძის ნაცვლად, შუამარბად თამაში ზურაბ ძნელაძე დაიწყო, რომელიც პირვანდელ განაცხადში გარემარბი იყო, ხოლო ფრთაზე გიორი აფციაური დაწინაურდა.

მარქაფაში მისი ადგილი გიორგი კოშაძემ დაიკავა. გუნდს კი გიორგი ნემსაძემ უკაპიტნა.

შეხვედრაში ანგარიში რუმინელებმა ზუსტი ჯარიმით გახსნეს 0:3, "ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

26-ე წუთზე
კი რუმინელებმა კვლავ მოიპოვეს ქულები, კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა და ანგარიში 6:0 გახდა.

39-ე წუთზე აბჟანდაძემ პირველი ქულები მოუტანა საქართველოს და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმი არც თუ ისე კარგად დაიწყეს - შეტევაში თამაში ვერ დავალაგეთ, ხოლო ჩვენი აუტიდან ორჯერ დავკარგეთ ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ბორჯღალოსნებმა" თამაში აშკარად გამოასწორეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი "ბორჯღალოსნების" შეტევა ლელოთი დასრულდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა.

ქართველები ამაზე არ გაჩერებულან და მეორე ლელო ლამაზ სტილში დადეს. ბექა გორგაძემ ცუცქირიძის პასის შემდეგ ერთი მორაგბე დაიქნია და მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ბურთი რუმინელების ზონაში დაამიწა.

72-ე წუთზე რუმინელებმა ჯარიმით კიდევ მოიპოვეს ქულები და სხვაობა შეამცირეს - 9:15. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 18:9 გახდა.

მოგებული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ანთიმოზ ივერილის თასი გადაეცათ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს ავჭალაში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

"კლუჟი არენა". რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
რუმინეთი-საქართველო 9:18

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი აფციაური, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. დავით გიგაური, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. გიორგი კოშაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
912-ს

დიახ სეპარატისტი ხარ შენ და ვეღარ ისვენებ იმდენს წერ აქ. 90 წლიანებში შანსისი გამოყენება შენაირებს უნდოდათ და მახსოვრობა დაკარგე ალბათ რაც მოყვა ამას)) გთხოვთ არ დაბლოკოთ და ამ პროვაკატორმა იქნებ დატვინოს როგორმე რომ საქართველოში ყველა ნაბიჯზე იქნება ყველა კუთხის კვალი და აბა უზნეკური ან ტაჯიკური უნდა იყოს? ახლა შენი აზრით რა უნდა ვქნათ ჩვენ, დავთვალოთ ნაკრებში რამდენი იმერელი, კახელი, მეგრელი, აჭარელი, ქართლელი, სვანი, გურული, და სხვა კუთხის შვილებია ნაკრებშიი? გთხოვთ ნუ მიბლოკავთ ამ სეპარატოსტმა იქნებ მოინდომოს და დაფიქრდეს რომ ამ კუთხურობამ დაღუპა საქართველო
Geo_Dinamo
10 თებერვალი 2019 17:29
0
ნუ ბლოკავთ ჩემს კომენტარებს არავის ვაყენებ შეურაცხყოფას უბრალოდ მაპასუხებინეთ ადამიანისთვის
912
10 თებერვალი 2019 17:03
1
http://www.doctrina.ge/ბორჯღალას-წარმოშობა-ეტი/ აი ამიტომ ხართ ბატონო ბაჩო აფერისტი და სეპარატისტი რომ სიტყვა ბორჯღალს მილიონი განმარტება აქვს და მხოლოდ მეგრულ გამარტებას ავრცელებ. მეგრული ენა ქართველური ენაა ქართული ენის ნაწილია და ის არ არსებობს ცალკე დამოუკიდებლად ქართული ენის გარეშე. მე არც ერთ კუთხეს არ ვედავები არაფერს ფსოუდან ალაზნამდე ყველა კუთხე ჩემად მიმაჩნია და ამ კუთხეებიდან არცერთი არაა გამორჩეული ყველა კარგია და ყველას აქვს თავისი დადებითი.
912
10 თებერვალი 2019 16:59
0
ვერ გავიგე ასეთი კრიტიკა რატომ მოყვა ამ თამაშს.ყველა ვხედავთ რომ ხარვეზები ბევრი გვაქვს და ექვს ერამდეც ვერ ვართ დონით, მაგრამ ეხლა შეხედეთ რა შემადგენლობით ვეთამაშეთ და რამდენი გამოუცდელი და დიდი ხნის უთამაშებელი გვყავდა ნაკრებში.ეს იყო მეორე შემადგენლობა თითქმის ყველა პოზიციაზე (ნარიასშვილი, ჟვანია, ქუბრიაშვილი, ბრეგვაძე, მიქაუტაძე,კოლელიშვილი, სუთიაშვილი, ლომიძე, გიორგაძე, ბიწაძე, შარიქაძე, კაჭარავა, მათიაშვილი) აი ესენი რომ გვყოლოდა მერე გენახათ რუმინეთის დონე. ჩვენი შარშანდელი უ20 ამ რუმინეთს მოუგებდა.
gurji
10 თებერვალი 2019 13:29
0
100% ანალოგიური ექსპერიმენტი ჩაატარა გუშინ იტალიასთან უელსმა.
სპილო
10 თებერვალი 2019 16:36
0
ეგ ერთი მხრივ კარგიც არის, მომავალი ნაკრები ყალიბდება და აი სულ მალე ნახავთ უკეთესი იქნება გაცილებით, ვიდრე დღევანდელი
დათო
10 თებერვალი 2019 16:33
0
ჩვენ ჩვენი უნდა ვიკითხოთ, მაგრამ მოწინააღმდეგესაც შევხედოთ: დავგუგლე და რუმინეთს ტიერ-1 გუნდებთან 10 თამაში აქვს მოგებული (მათ შორის სამხრეთ აფრიკასთან) და განა არ უნდათ ძველი დიდების დაბრუნება, მითუფრო რომ ძალიან სულელურად და უაზროდ მსოფლიო თასიდან მოსრიალდნენ. მაქსიმალურად მოინდომეს, მაქსიმალურად მოემზადნენ, მსაჯობაც სათავისოდ გაიმასქნეს, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ლამის ვარჯიშ-ექსპერიმენტული შემადგენლობით ღირსეულად დაამარცხეს, 0.50 ქულა მოგვემატა და რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლეს(ორშაბათს აისახება, აშშ-ს ადგილს გავუცვლით). 15 ქულის განსხვავებით რომ მოგვეგო 0.75 მოგვემატებოდა მაგრამ ეგ არაფერი. რა თქმა უნდა შეცდომები გვქონდა, და კარგი იქნებოდა ამდენი ჯარიმა არ წამოეკიდათ, მაგრამ გაანალიზებენ და გამოასწორებენ. ყველა გუნდი თავის მაქსიმუმს შეეცდება და ჩვებ წაფორხილების უფლება არ გვაქვს. დარჩენილი გუნდებთან (რუსეთის გარდა) თუნდაც ფრის შემთხვევაში 1.00 რეიტინგულ ქულას დავკარგავთ და იტალიელები ( სხვებთან ერთად) გადაგვისწრებენ (იმდენად ვუსწრებთ, მოგებისას არაფერი გვემატება - ისე როგორც ევს ერში იტალიასთან მოგებისას ყველას, საფრანგეთის გარდა). მადლობა ბიჭებს, ჰეიგს, მთელ ნაკრებს გამარჯვებისათვის და ჩვენი გახარებისათვის.
ramaz
10 თებერვალი 2019 02:53
1
სეპარატისტობა მეგრელს რო ნდომოდა კარგი წახალისება ქონდათ 90 წლებში და ვერავინ დაუშლიდა მათ ამას ვაფშე ვერავინ,იცის ეს ყველამ...წამხალისეებს კი უფალი დასჯის,სეპარატისტობა წამხალისებლებისკენ მოიკითხეთ რო არაფერი გეშველებათ.ბორჯღალი რა იქნება თუ ბორჯი დროს ნიშნავს მეგრულად და ღალი სვლას ასევე მეგრულად.მე ეს იმიტომ დავწერე იციან თუ არა,უყვება თუ არა ამ სიტყვის წარმომავლობას თავად ბორჯღალოსნებს ვინმე და დანარჩენებსაც არ გაწყენთ ცოდნა.კიდევ გეტყვით,ბურთი რას ნიშნავს ,ურთი=ტრიალს,ბრუნვას მეგრულ ეს ენაზე,ეს არა სეპარატიზმი არამედ ჭეშმარიტებაა...თხოვნაა არ დაბკოკოთ
912ს
10 თებერვალი 2019 00:22
19
მეგრული დიალექტი,ერთ ერთი უძველესი ქართული დიალექტია,სვანურთან და ლაზურთან ერთ.არაფერია სამარცხვინო,რომ ლიტერატურული ქართული,სიტყვათა მარაგით,დიალექტიდან ივსება.უფრო პირიქით კი არა,სწორედაც რომ ასე უნდა იყოს.აბა ვაი და ვითომ ჟურნალისტებმა პირდაპირ ინგლისური სიტყვების შემოყრა რომ დაიწყეს ქართულში,ეგ სჯობია?ხალხის გაღიზიანება,მეგრული ენის ხსენებამ, გამოიწვია და არა მეგრული დიალექტიდან აღებულმა სიტყვამ.დასამალი არაა და ყველამ იცის,რომ ზოგიერთ მეგრელში იყო ასეთი სეპარატისტული ტენდენციები(ღმერთმა დაიფაროს და მთელი სამეგრელო ასე იყოს).ასე რომ არც გამაკრიტიკებლების რეაქციაა გასაკვირი და საწყენი.სწორედ ქართული დიალექტების ლექსიკის სიმდიდრეა ქართული ენის ასეთი მდიდარი სიტყვათა მარაგის არსებობა და ეს ყველას უნდა უხაროდეს.
სოსო
10 თებერვალი 2019 14:07
0
კაი ინფორმაცია კი მივიღეთ მარა სეპარატიზმი რა შუაშია აქ
ragbi
10 თებერვალი 2019 02:29
0
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ გამარჯვებას, 6 ერზე სერიოზული პრეტენზია რომ გვქონდეს რუმინეთის ნაირ ნაკრებებს მინიმუმ +20 ქულით უნდა ვამარცხებდეთ! მერე იძულებულები გახდებიან და მიგვიღებენ. თანაბარი ბრძოლა იყო მოედანზე, საბოლოოდ მოიგო იმ ნაკრებმა სადაც უფრო მაღალი დონის შემსრულებლები იყვნენ!! დაცვა კარგი რომ გვყავს ეგ ისედაც ვიცით, შეტევაში გვინდა მომატება და მრავალფეროვანი თამაში ესაა უმთავრესი.
zaza
09 თებერვალი 2019 22:21
2
ეხლა მთავარია მორიგ მეტოქემ ბურთი არ გადაყლაპოს თვარა, წაგებას ვინ ჩივა, რა მეინელებს ტოოოო!!!!
კ ო მ ბ ლ ე
09 თებერვალი 2019 21:13
17
გოგიჩაშვილს არ დაუდია ლელო საჯარიმო ლელო ჩაითვალა. სტატიას როცა წერ თამაში თუ არ გაქვს ნანახი ჰაილაითებს მაინც უყურე.
912
09 თებერვალი 2019 20:51
2
Me piradad am tamashis naxvis mere 6 eris ambicia agar maq
Qomagi
09 თებერვალი 2019 20:50
45
თქვენ არ გაქვთ, ჩვენ გვაქვს, და ვისაც გვაქვს გაგვატარეთ ასეთი "პარაჟენცული" კომენტარების გარეშე.

თუ ადრე გქონდაY ასეთი ამბიცია, მაშინ შეამჩნევდი, რა პროცესები მიდის ... მეტი ოპტინიზმი მაეტი, დრო ჩვენზე აკეთებს განაცხადს...
ლაშა
09 თებერვალი 2019 23:55
1
Qomagi!
გულშემატკივარი
09 თებერვალი 2019 21:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული