მილტონ ჰეიგი: ტექნიკურ წუნს ქარი ათჯერ ზრდიდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ, ნამატჩევს პრესკონფერეციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა.

- ძალიან რთულია ქარის მიმართულებით თამაში, როდესაც ბურთი ქარს მიაქვს და წინ გივარდება, ეს პირველ ტაიმში პრობლემებს ქმნიდა.

მეორე ტაიმში პირიქით იყო, ქარის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ბურთი უკან მოჰქონდა, რაც საჩვენოდ უნდა გამოგვეყენებინა. მე შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს საჩვენოდ უნდა გამოგვეყენებინა.

გამომდინარე ამინდიდან, ტექნიკურ წუნს ქარი ათჯერ ზრდიდა, რაც თვალსაჩინო იყო, როცა შევხედეთ, რომ რისი შეცვლა შეგვეძლო, რაც გარკვეულ შედეგს გამოიღებდა, შევცვალეთ და ამან
ტექნიკური წუნი შეამცირა.

ძალიან კმაყოფილები ვართ დებიუტანდებით, მათ თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გრიგოლ ქერდიყოშვილი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები შესაბამისად გამოავლინა, ის ნოემბერშიც გვყავდა გამოძახებული, თუმცა მაშინ არ უთამაშია და ამის მიუხედავად, მას არასდროს დაუწუწუნია.

altესპანელთა თავკაცი: ქარმა თამაშზე გავლენა იქონია

alt "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო მილტონ წამოიყვანეთ ზელანდიიდან მწვრთნელები დამხმარედ რომ ახალი კომბინაციები სისწრაფეების დამუშავებაში სისწრაფეებზე თუ მოვახერხებთ რამდენიმე კომბინაციის დამუშავებას რომ სირპრიზი მოვუმზადოთ მოწინააღმდეგეებს არაფერია მოსარიდებელი თუ დაიხმართ ვინმეს თქვენ არ გეტყობათ სიაახლეების დამატების სამწუხაროდ.
კახა
18 თებერვალი 2019 06:11
2
მეც მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვს. რაღაც შერკინების მწვრთნელის ხელსაც ვერ ვატყობ, პირიქით ახალგაზრდა ესპანელებთან მოლშიც აშკარად გაგვიჭირდა - რიგ (მათ შორის პირველი ლელოს) ეპიზოდებში გვაჯობეს კიდეც. უბრალოდ მსოფლიო კარს მოგვადგა და მწვრთნელის შეცვლა არ იქნება სწორი. სულ შეცდომებს ვუშვებთ და აი გამოვასწორებთ და გამოვასწორებთ. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოზე ითამაშებს. იქ კი საკმაოდ მძიმე თამაშები გველის
:)))))
18 თებერვალი 2019 12:44
0
არ გამოდის მთლად მეორე ნაკრების თამაში. უმატებენ ეს გუნდები და ნუ დავუკარგავთ დამსახურებას.ეს ჩვენთვისაც კარგია, მაგრამ მე ჩვენი თამაშის ხარისხი მაფიქრებს. ეს აუტები რა გახდა ასეთი? მოლშიც თუ არ გვჯობდნენ, არც არაფრით ჩამოგვრჩებოდნენ. აშკარად საკმაო სამუშაოა მსოფლიომდე, არადა დრო არ ითმენს. კარგი ბიჭები გვყავს ახალგაზრდები. კარგი იქნებოდა გიგაურიც და ქერდიყოშვილიც აქამდე მოეწვიათ. სითამამეც შეემატებოდათ და გამოცდილებასა შეიძენდნენ.
:))))
17 თებერვალი 2019 23:13
1
ზაზა პროფესორო! ეგრე თუ გააგრძელე მსოფლიომდე, ფიჯის ნაკრები მიწასთან გაგასწორებს და ესპანეთთან რაც გავიტანეთ, ისიც სანატრელი გაგვიხდება, მოგებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი
:)))))
18 თებერვალი 2019 15:21
0
ბატონო პროფესორო, გვაჯობეს, აბა არ გვაჯობეს? შეცდომები მეტი დავუშვით გაცილებით, ვიდრე იმათ, მოლშიც დაგვჯაბნეს, სერკინებაშიც, პასშიც, შეთამაშებაშიც, დინამიკაშიც - მაგრამ მოვიგეთ, ბონუსით, ისინი ვერა და რა ვქნათ?
ზაზა
18 თებერვალი 2019 09:31
0
არგენტინის ნაკრები თამაშობს ყოველწლიურ ამერიკის ჩემპიონატში, სადაც ყველა დანარჩენი გუნდი რეიტინგით (და ბუნებრივია კლასითაც) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამიტომაც არგენტინა წარმოადგენილია არა პირველი ნაკრებით, არამედ არგენტინა XV-ით, ათამაშებენ ძირითადად ახალგაზრდებს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წააგონ კიდეც (შარშან აშშ -თან დამარცხდნენ), არც რეიტინგი აკლდებათ და სასელექციოდაც ნაყოფიერად იყენებენ.
ჩვენთვისაც ასე უკეთესი არ იქნებოდა?
რამაზ
17 თებერვალი 2019 21:26
5
სამაგიეროდ ბატონო რამაზ არგენტინელები პარალელურად 4 ერში მონაწილეობენ ოფიციალურად და ჩვენ მსგავსი სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს :/ მითუმეტეს მსოფლიო ახლოვდება და ბიჭებისთვის ასეთი ტიპის თამაშები იდეალურია შესათამაშებლად და ახალგაზრდების შესაჩვევად ნაკრებისთვის...ისე იყო თავის დროზე მაგაზეც საუბარი მაგრამ არ მოგვცეს მაგდენის საშუალებაც კი
აბგდ
17 თებერვალი 2019 23:16
0
და ძირითადი ნაკრები მუზეუმში გამოვფინოთ? არგენტინის ძირითადი სად თამაშობს ეგეც გეთქვა ბარემ.
ირაკლი
17 თებერვალი 2019 22:42
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული