ინგლისელებმა და ფრანგებმა მსოფლიო რაგბის შეუტიეს - ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს

AutoSharing Option
ინგლისელებმა და ფრანგებმა World Rugby შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ინგლისის ელიტური დივიზიონისა და ტოპ 14-ის ხელმძღვანელებმა მსოფლიოს ლიგის პროექტი გააკრიტიკეს.

მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახალი ტურნირი 2017 წელს სან ფრანცისკოში მიღწეულ სტრატეგიულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მაშინ მსოფლიო რაგბისთან ერთად ამ ორი ლიგის კალენდარი 2032 წლამდე დაიგეგმა, ახალი შეჯიბრი კი არღვევს შეთანხმებას და მათ პრობლემას უქმნის.

"2017 წლის იანვარში სან ფრანცისკოში ყველა დაინტერესებული მხარის მიერ მიღწეული შეთანხმება წარმოადგენდა ბალანსირებულ სტრუქტურას, ითვალისწინებდა 2032 წლამდე შედგენილ კალენდარში ყველას ინტერესებს.

ცხადია, ახალი გეგმა
გაზრდის საერთაშორისო მატჩების რაოდენობას, საჭირო გახდება დეკემბრის წინ 4 ან 5 ტესტ-კვირის გამოყოფა, რაც წინააღმდეგობაში მოდის შეთანხმებასთან და ცვლის არსებულ კალენდარს.

პროფესიული ლიგები ჯერ არ მიიწვიეს მსოფლიო რაგბის ახალი პროექტის შემუშავებაზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს.

ვწუხვართ, რომ მსოფლიო რაგბი სრულად არ ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს კონსესუსის საკითხში და უტოვებს მათ საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბევრი წყალი არ მოგივიდეთ, ძალიან ტრიალებს უკვე ჩვენი წისქვილი....
ბონია მეწისქვილე
11:18 14-03-2019
0
ყავის ჭიქაში ამოიკითხეს.. საოცარი ლოგიკა აქვთ..
ტორინო
11:04 13-03-2019
0

სიახლეები პოპულარული