სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი თავის "ფეისბუქის" გვერდზე წერს, რომ მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს დატოვებს და ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან შეიტყო, რომელსაც არ ასახელებს.
ფრიმენი ამტკიცებს, რომ ჰეიგი "ბორჯღალოსნებთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ იაპონიის "სანტორის" ჩაიბარებს და ამ გუნდში კიდევ ერთი ნაცნობი სახე შეიძლება დაბრუნდეს.
ჰეიგმა ადრე თქვა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს დაელაპარაკება და სამომავლო გეგმებს განიხილავს.
ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან უდგას სათავეში.
"ახალი ხედვა" იქნება ალაბთ ის, რომ ვიპოვით ახალ მწვრთნელს ვითომ [როფესიონალს და მერე არ დავიწყოთ თითზე კბენანი.