"ბორჯღალოსნების" საჩუქარი პატარა ქომაგს და სიმღერა - მილტონ ჰეიგი ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გერმანიასთან" გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი Instagram-ზე ვიდეოს ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა ახალგაზრდა გულშემატკივარს "ბორჯღალოსანთა" კვართი აჩუქეს, შემდეგ კი მასთან ერთად "მრავალჟამიერი" იმღერეს.

"საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო გულშემატკივარს, ახალგაზრდა საბას, გერმანიასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართი გასახდელში გადაეცა. ყოჩაღ, საბა, ასე გააგრძელე. სიმღერასაც არა უშავდა", - წერს მილტონ ჰეიგი Instagram-ზე.

"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები 10 მარტს, ქუთაისში 52:3 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

alt"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული