რაგბი

ეროვნული ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში შოტლანდიასთან 0:7 დამარცხდა

AutoSharing Option
12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩის პირველი ტაიმი შოტლანდიასთან 0:7 წააგო.

მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და მეხუთე წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით წინ გაიჭრა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში დაალაგა, ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა წინსვლა ჭირდა და იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო.

თამაში თვალსასეირო ვერ იყო, უფრო ძალისმიერი გახლდათ. სამწუხაროდ, ხუთჯერ წავაგეთ საკუთარი დერეფანი. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომები და თამაში აიჭრა.