ბილ სვინი: ქართული რაგბი ყველა მიმართულებით სწორ გზაზეა

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი მიიჩნევს, რომ ქართული რაგბი განვითარების სწორ გზას ადგას, ჩელენჯ თასში "შავი ლომის" ჩართვა კი მის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის:

„ქართული რაგბი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. ისტორიული გამარჯვებები ტიერ1-ის ქვეყნებზე (იტალიასთან და უელსთან) ამის დასტურია. ძლიერ თამაშს აჩვენებენ თქვენი 20-წლამდელები, ხოლო EPCR-ის ტურნირში "შავი ლომის" ჩართვა ქართული რაგბის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ქართული რაგბი პირველად ხვდება ასეთი მაღალი დონის ტურნირზე, თავად ამ ტურნირისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიის, ასევე თამაშის
სტილის გაფართოების კუთხით. იმედია, ჩელენჯ თასზე მოხვედრა ქართული რაგბის შემდგომი განვითარებისთვისაც ტრამპლინის როლს ითამაშებს, უშუალოდ საქართველოშიც გაზრდის რაგბის მიმართ ინტერესს და მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ სპორტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია საქართველოს რაგბის კავშირის ძალიან მოზომილი და სწორი პოლიტიკა. ქართული რაგბი ყოველთვის მკაფიოდ არის წარმოდგენილი მსოფლიო რაგბის, ასევე სხვა გაერთიანებების შეკრებებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – პირად საუბრებში ხომ უამრავი საკითხი განიხილება და წყდება. ქართული რაგბის მესვეურები ყველა დონეზე არიან ჩართულნი მსჯელობაში და თავიანთ ინტერესებს კარგად ლობირებენ, და იმასაც აცნობიერებენ, რომ ამ ინტერესების რეალიზებას დრო სჭირდება. მთელი სარაგბო სამყარო უდიდესი პატივისცემით ვუყურებთ იმას, რაც რაგბის პოპულარიზაციისთვის კეთდება დღეს საქართველოში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალშიც კარგი პერსპექტივა ჩანს, – 20-წლამდელთა თამაშმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მკაფიოდ დაგვანახა. მათ დაგვამარცხეს თბილისში ტესტ-მატჩზე, რაც შთამბეჭდავი იყო. ასე რომ აშკარაა, ქართული რაგბი ყველა მიმართულებით სწორ გზას ადგას“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიახ,ნამდვილად ასეა,ასე,რაც ფრიად საამაყო და გასახარია!
მინდია
19:17 15-07-2023
1
ლეგიონერების მხრივ კი
რუსული ოცნება
18:52 15-07-2023
9

სიახლეები პოპულარული