ესეც ასე - საქართველოს ნაკრების საზიანო ერთა ლიგის მკვდრადშობილმა პროექტმა კრახი განიცადა

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბის საიტი იუწყება, რომ ერთა ლიგის პროექტი არ განხორციელდება.

შეგახსენებთ, ამ პროექტის მიხედვით 12-გუნდიანი ჩაკეტილი ტურნირი უნდა გამართულიყო, რომელშიც მონაწილეობას ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი (ან აშშ), იაპონია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მიიღებდნენ და გავარდნა-აღზევების სისტემას გათვალისწინებული არ იყო.

გადატვირთული კალენდრის გამო ეს პირველ რიგში წამყვან სარაგბო ქვეყნებს არ აწყობდათ და მკვდრადშობილი პროექტი არ განხორციელდა.

საქართველოს რაგბის კავშირი თავიდანვე დაუპირისპირდა აღნიშნულ პროექტს და "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა.

altმილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი

ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

alt"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

altStuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"



მკითხველის კომენტარები / 4 /
გამიხარდა! ის დაპირებული ტესტები მაინც შეგვრჩება პირველი დონის ქვეყნებთან, მათ შორის ერთერთი საშინაო იქნება თან.
B-52
10:44 20-06-2019
0
ნათქვამია "რაც არ გერგება, არ შეგერგება"-ო და სწორედ ეგ მოუვიდათ სარაგბო სამყაროს გაქსუებულ ბობოლებს. მთავარია, ჩვენ წინსვლა და პროგრესი გავაგრძელოთ!
მალე დადგება ის დღე როცა ელიტაში შევიჭრებით
სიმართლე
09:47 20-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული