გიორგი ნემსაძე: ...ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის წინ თბილისში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს - 27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" და 31 აგვისტოს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

ამ შეხვედრების წინ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" გიორგი ნემსაძემ რაგბის კავშირთან გააკეთა:

"ასეთი შანსი ქართულ რაგბის არასოდეს არ ჰქონია. ჩვენ გვინდა 6 ერში თამაში. ან გახდეს 7 ერი, ან ჩავანაცვლოთ იტალია. ბევრი საუბარია. შეიძლება ცოტა ადრეა ან სხვა თემაა, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, ვთქვათ ხმამაღლა, თუ 6 ერში მიგვიღებთ, რა შეიძლება მოხდეს მოედანზე.

ზუსტად ამიტომ მინდა მივმართო გულშემატკივარს - უფრო მაგრად დაგვჭირდება
თქვენი თანადგომა და იმას, რასაც ვამბობ ხოლმე, 75-ე წუთზე, როდესაც დალეწილი ხარ და აღარაფერი არ გინდა, გინდა თამაში დამთავრდეს, ამ დროს გჭირდება მხარდაჭერა.

ვისურვებდი, შოტლანდიის მატჩზე ყოფილიყოს იმდენი ხალხი, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა ჩვენს თამაშზე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ არ გავავსეთ სტადიონი, გამოუსწორებლად გაუტანელი ხალხი ვყოფილვართ.
ირაკლი
08 აგვისტო 2019 11:42
0
ყველანი სტადიონზე! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
mamuka09ze
08 აგვისტო 2019 11:30
0
ამ დროს თბილისიდან ჯერ ისევ გასულია ხოლმე ხალხი,მაგრამ იმედი მაქვს,სტადიონი მაინც შეივსება.შოტლანდია საქართველოში.ეს ხომ ისტორიული მოვლენა იქნება.ანშლაგი აუცილებელია.
სოსო
08 აგვისტო 2019 10:00
0
მოედანზე მიგვაჩვიეს და ისედაც 100 პროცენტით დაიხარჯებიან. სტადიონზეც და სტადიონამდეც 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ ყველანი . ორგანზაციული საკითხებიც იდეალურად უნდა იყოს მოგვარებული . მოედანს მიღმა რაც მოხდება უფრო გულისყურით დააკვირდებიან . 6 ერს პრაგმატული ხალხი მართავს , ჩვენი დამატების საკითხსაც მასევე უყურებენ და ასეთმა თამაშმა უნდა დაანახოს ჩვენი დამატების დადებითი მხარეები . აქ სათამაშო კომპონენტს არ ვგულისხმობ , მაგაში ისედაც იციან რას წარმოვადგენთ .
კახა
08 აგვისტო 2019 09:40
0
მივმართავ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, არა მარტო სპორტის (რაგბის) ქომაგს:
ხალხნო, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა პატრიოტულ სულისკვეთებაზე, რითაც ჩვენ ყველანი უდიდეს წვლილს შევიტანთ ერის ერთად დგომის საქმეში, ამ თამაშზე დასწრებით შანსი ჩნდება მოვახდინოთ გარღვევა მომავალზე ორიენტირებული მასობრივი ტურიზმის კუთხით! კერძოდ, შოტლანდიელები და 6 ერის სხვა ქვეყნების ფანები როდესაც ნახავენ გავსებულ და მოგუგუნე სტადიონს, გაცილებით მეტი სიმპათიით განეწყობიან ჩვენი პატარა ქვეყნის მიმართ და უფრო ხმამაღლა ამოიღებენ ხმას, რათა 6 ერის უხიაგ ბოსებს შეაგნებინონ საქართველოს ელიტაში მიღების აუცილებლობა.
ეს ყველაფერი კი პირდაპირ არის მიბმული საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის-"რაიანეირის" შემოსვლასთან, რასაც მრავალათასიანი ტურისტული ნაკადები მოჰყვება!
სიმართლე
08 აგვისტო 2019 17:43
1
ტელევიზიამ, რადიომ, სპორტულმა თუ არასაპორტულმა საიტებმა უნდა გაუწიონ პროპაგანდა, ზოგმა არც იცის თამში როდის არის და ვის ვეთამაშებით, ჯერ ნახევარი ბილეთებიც არაა გაყიდული. ამ თამაშით ბევრი რამ წყდება ქართული რაგბისთვის და ყველაფერი იდეალურად უნდა ჩავატაროთ, შეიძლება თამაში წვაგოთ მაგრამ ბრძოლა და სავსე მოედნის ატმოსფერო ყველას დაამახსოვრდება, ეს ბევრ რამეში დაგვეხმარება სამომავლოდ, კიდევ ჩამოვლენ პირველი დონის ნაკრებები დამიჯერეთ.გადადეთ ყველამ ყევლაფერი და მოდით თამაშზე, არაა ბილეთის ფასი ისეთი რომ ერთ თვეში მაინც ვერ იყიდოთ.
გიორგი
08 აგვისტო 2019 15:37
0
ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვრცელდებოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი ბილეთი გაიყიდა და უნდა იყოს აქტიური კამპანია ფედერაციის და ალბათ სპონსორებისაც.
სხვა შემთხვევაში 30-ში რომ გაირკვევა რომ ნახევარიც არ არის გაყიდული, ვეღარ ეშველება მაგ საქმეს.
და კიდევ: 5 ლარი შეიძლება ბევრი არაა, მაგრამ თუ პაიჭაძის გავსება გვინდა 31 აგვისტოს, შეიძლება 1-2 ლარი ჯობდა მინიმალურ ფასად განსაზღვრულიყო (თუ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოთხოვნა არაა მინიმალურ ფასთან დაკავშირებით).
მიშა
08 აგვისტო 2019 14:18
1
სირცხვილია! რა ფასსზეა ლაპარაკი, ორი თვეა ბილეთები იყიდება და 5 ლარის გამონახვა ძნელია(თუნდაც 20 ლარი სამ თვეში)?
ამ ფასის ფარგლებში თუ ვერ გავასთეთ ტრიბუნები ამ დონის ნაკრებთამ რა ექვს ერზეა ლაპარაკი,
დარწმუნებული იყავით ამ თამაშის ხარისხით და ატმოსფეროთი ბევრი რამ გადაწყდება ჩვენს სასარგებლოდ.
მიშას
08 აგვისტო 2019 15:47
0
კარგი იჭნებოდა თუკი ამ მატჩის დროს გავაცილებდით დიდ კაპიტანს მამუკა გორგოძე. ეს ქონება მართლაც დიდი მატჩი.
იბერიელი68
09 აგვისტო 2019 07:43
0
მაგარი აზრია და თვითონ რატო არ ფიქრობენ ამაზე? მიკვირს ასეთი დამოკიდებულება რაგბისტებისგან. ითამაშოს პირველი ტაიმი და მიიღოს დამსახურებული გაცილება კაპიტანმა, რა დაშავდება ამით ვერ ვხვდები. მესმის რომ ქართველების ზედმეტი პოხონდრიობის გამო მერე ყველა ვინც ნაკრებიდან წავა გასაცილებელი გახდება, მარა ნაკრების კაპიტნები და 100 კეპის მომხვეჭი მოთამაშეების გაცილება რომ გახდეს ტრადიცია არ შეიძლება?
bs
16 აგვისტო 2019 01:17
0

სიახლეები პოპულარული