"რაგბი 15": მამუკა გორგოძე ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს!

AutoSharing Option
რაგბის ქართული საიტი "რაგბი 15/Rugby XV" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიო თასზე ითამაშებს.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ ტექსტს.

"მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს!

"ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია მამუკა გორგოძის საქართველოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო თასზე თამაში.

გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.

ამ მომენტისთვის უკანასკნელი დეტალები თანხმდება ქართულ მხარესა და მისი კლუბის, "ტულონის" ხელმძღვანელობას შორის.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძემ უკანასკნელი მატჩი 2017 წელს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა
და სანაკრებო კარიერა დაასრულა."

მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატი 2 დადებული ლელოთი დაიწყო, ხოლო საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პირველ შეხვედრაში "საუზერნ კინგსი" დაამარცხა 24:20.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აუ ეს თუ მართალია და ძაან მაგარი გადაწყვეტილებაა!
მაგრა გამიხარდა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
30 აგვისტო 2019 14:18
0
საჭირო დროს ბრუნდები მამუკა ბიჭებს ლიდერი სჭირდებათ ! მამუკა გააკეთე ეს ჩვენი ქვეყნისთვის გაახარე გულშემატკივარი ბიჭები შენთან ერთად არაადამიანური შემართებით გავლენ ბრძოლის ველზე.
Best
30 აგვისტო 2019 14:18
0
შეუთამაშებელია გუნდთან!!! ახლა გაგახსენდათ მისი დაბრუნება!!!
ლევანი
30 აგვისტო 2019 14:17
17
ზირაქაც დაბრუნდეს ბარემ და ვანახოთ ჩვენი ძალა რაგბის მამებს
bavaria
30 აგვისტო 2019 14:12
0
ნეტავი მართალი ყოფილიყო,მაგრამ ახლა უკვე გვიანია.
სოსო
30 აგვისტო 2019 13:54
13
დხეს ველაპარაკე ბიჩებს ტკუილია
Dato
30 აგვისტო 2019 13:33
17
ვაშაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ბ.მ.ბ.
30 აგვისტო 2019 13:29
0
ვნახოთ გამართლდება თუ არა ეგ ამბავი, მაგრამ სულ მჯეროდა გულის სიღრმეში რომ დაბრუნდებოდა!!! სიყვარული და ამდენი წლის თავდადება უკვალოდ არ ქრება, არ მოასვენებდა ვაჟკაცურ გულში სამშობლოს სიყვარული და ღირსება!!! ვენაცვალე ჯიგარში!!! მამუკა მხეცი ხარ, სამაგალითო კაცი ხარ!!!
30 აგვისტო 2019 13:27
0
მაგარია ძაალიან, ახალგაზრდებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და ამავდროულად, დაეხმარება ჩვენს ნაკრებს , კიდევ ერთხელ გაგვახარებს მადლობა ჩვენო ლეგენდავ
va-le
30 აგვისტო 2019 13:25
0
შერკინება: 1-ნარიაშვილი 2-შალვა მამუკაშვილი 3-ბექა გიგაშვილი 4-კოტე მიქაუტაძე 5-გიორგი ნემსაძე 6-ოთარ გიორგაძე 7-მამუკა გორგოძე 8-ბექა გორგაძე

ჰაიმეეეეეეეეეეეეეეეეეე აიი ეს შერკინებაააააააააააააააა რომ ადგება მიდი და ძვრა უყავი


შარიქაძე თუ გადარჩა სერიოზულ ტრავმას თამამად ვიტყვი რომ ამ შემადგენლობით თავის მარქაფიანად საქართველოს თავის ისტორიაში უძლიერესი ნაკრები ეყოლება იაპონიაში!!!!!!!!!
კოსტავა
30 აგვისტო 2019 13:17
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული