უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
კი არ დამარცხდნენ.განადგურდნენ
Buxrika
31 აგვისტო 2019 22:08
0
რაგბიში საშუალო გუნდი არარი! არიან ძლიერები და სუსტები! ჩვენ რომლები ვააართ?
ragbi chveni tamashi arari
01 სექტემბერი 2019 01:10
10
თანამედროვე რაგბს უფრო სხვა რიტმში თამაშობენ მარტო მიძალების და ჯანის ხარჯზე ფონს გასვლა ასეთი გუნდების წინააღმდეგ ძალზე ადვილად გასაშიფრია. თანამედროვე რაგბს უფრო მაღალი მოთხოვნები აქვს : მაღალი სათამაშო ტემპში და ლაღად თამაში , რაქის სწრაფი გასუფთავება, სათამაშო დისციპლინა, ყოველი წვრილმანის გათვალისწინება. რაც უფრო ხშირად შევხდებით ასეთ გუნდებს ,მე მჯერა რომ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და გამარჯვებაც მოვახერხებთ!
andri
01 სექტემბერი 2019 00:36
0
ჰა რა იყო...დაგემსხვრათ ილუზიები?
გელა ნუგზარაშვილი
31 აგვისტო 2019 23:44
22
დიდი ხანია ვამბობ, რომ რეგრესია.მიუხედავად ჰეიგის პატივისცემისა,პროგრესი არ ჩანს.ახალგაზრდული უფრო თანამედროვე და კარგ რაგბს თამაშობს.ასეთი თამაშით და დონით ყველა თამასს წავაგებთ მსოფლიოზე
კახა
31 აგვისტო 2019 22:55
1
სტადიონის გავსებაზე მგონი პრეტენზია არ უნდა იყოს. ხალხს არ ერაგბება ახლა მაღდად.... ამასწინათ პატარა ბიჭი შემხვდა დეზერტირების ბაზართან და მურაბებს ყიდდა....:( როცა მურაბები კი არა სადმე საზღვარგარეთ უნდა ქონდეს სწავლის საშუალება. მანდვე დინამოსთან გაიარეთ და ნახავთ რა სიტუაციაა. მეეჭვება ვინმეს შეცვალოს რაგბისთვის
თემო
31 აგვისტო 2019 22:54
7
და პასუხს ვინმე აგებს ამაზე თუ ისევ მარტო ვაქებთ მილტონს (50 პროცენტით უკეთესები ვარო ვიღაცამ) და ვიძახებთ რაგბი ჩვენი თამაშიაო? ეს ხელიდან ბურთის გავარდნები რა გახდა? რა ვეღარ ისწავლეს ბურთის დაჭერა? ოღონდ ახლა არ გვინდა ბურთი სველი იყოო და ეგეთები. რაღა მარტო ჩვენთვისაა ბურთი სულ სველი?
თემო
31 აგვისტო 2019 22:23
3
უკეთესი შედეგის იმედი ყველას გვქონდა მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ არაფერი გასაკვირი არ მომხდარა. 2 წლის წინ გორგოძემ თქვა ინტერვიუში რომ ჯერ 6 ერისგან შორს ვართ თამაშის ხარისხით. სხვა გამოცდილი ლეგიონერებიც იგივეს ამბობენ და რა საჭიროა თავის მოტყუება. ასე რომ ყველაფერს დრო უნდა. თუ მსოფლიოზე ფიჯის მოვუგებთ და ავტომატურად გავალთ მომდევნო მსოფლიოზე ეგ იქნება ძაან დიდი წარმატება და იმედია მოვახერხებთ.
გუჯი
31 აგვისტო 2019 22:13
1
არ ვიცი ამდენი რაგბის არმცოდნე, ზერელე და მოჭორავე ხალხი ერთად როგორ შეიკრიბა აქ. ნაკრების მაგინებლებად. შეიძლება ერთი და იგივენიც არიან და სხვადასხვა სსახელებით წერენ აქ ათას უვიცობას.

თავს იბრმავებთ. მეცამეტე გუნდი ვართ რაგბის სამყაროში და ფეხბურთში ასეულს მიღმა. მეტი სიცხადე რა უნდა იყოს? რა მოედნების დაბრუნება და რა მწვრთნელის გამოცვლა? აუჰჰ, შოტლანდიამ როგორ მოგვიგო თურმე.

დაშოშმინდით. წავა ერთ თვეში ჰეიგი და მერე "ამტვრიეთ კაკალი" ვის ჩავაბაროთ გუნდიო და დააყრით კიდეც ერთმანეთს არა მე "ეს" მომწონს მწვრთელად და არა მე "ის"-ო. აგერ გნახავთ ქიშპობაში ჩაბმულებს - უკუ შედეგის მოლოდინში.
ლევანი
01 სექტემბერი 2019 18:14
2
კაცო! გავიგეთ, რომ მწარეა ეს მარცხი და ანგარიშიც დიდია, მაგრამ ასე ლანძღვა როგორ შეიძლება? სტადიონები ფეხბურთს მოპარეთო და უკან დააბრუნეთო, გესმით ? ბრბო ხარო ეტყვი და მერე გაგექაჩება ეგეთი. ასეთი უმადურობა არ შეიძლება. მალე ზელანდიას მოუგეთო შეუკვეთავენ. მოდის თაობა და აუცილებლად უკეთესად ითამაშებს, მაგრამ ეს ბოღმის ნთხევა რა უბედურებაა?
:))))
01 სექტემბერი 2019 23:34
0
ამათი სიძლიერე გამოჩნდა დღეს,რა რაგბი რის რაგბი,ფეხბურთს მივხედოთ,ესპანეთს,რუსეთის და ვიღაცა ჭე კლასის სარაგბო ნაკრებს უბანის ბიჭებიც მოუგებენ
jiji
01 სექტემბერი 2019 00:56
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული