უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ასეთი განსხვავება კლასში მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო
giorgi
31 აგვისტო 2019 22:12
0
ზოგიერთი პროფესორის გასაგონად, ვინც ფეხბურთისგან გამწარებული ბოღმას მორაგბეების გუშინდელ მარცხზე ანთხევს! მიხედეთ არარატ არმენიასთან და დუნაისკა სტრედასთან შერცხვენილ საფეხბურთო კლუბებს (მალტის და ანდორის დონის ეროვნულ ნაკრებზე აღარაფერს ვიტყვი)! სტადიონებზე, რომლებიც მძარცველმა მესვეურებმა გაყიდეს, მათვე მოკითხეთ. რაგბიზე კი, სანამ რამეს იტყვით, ცოტა დაფიქრდით. გუნდი მეხუთე მსოფლიოს თამაშობს, რასაც ფეხბურთში 100 წელიწადს ვერ ვეღირსებით. ასე, რომ ცოტა წაიკითხეთ და ნახეთ ვის მოუგეს სამოყვარულო გუნდს.
!!!!
01 სექტემბერი 2019 22:12
2
ესე სახარება, მგლის თავზედ, ამაოდ წაკითხული...
ლევანი
01 სექტემბერი 2019 23:40
0
ზოგიერთმა ჩვენი ნაკრების მოთამაშემ ე.წ "ფეშენ" ცხოვრებას გაუგო გემო და სარკის გარეშე აღარ შეუძლია უკვე. ეგენი ისე უნდა გაყარო ნაკრებიდან, რომ კარებზე ხელის მოკიდებაც ვეღარ მოასწრონ. მამუკა უნდა დაბრუნდე თუ სამშობლო გიყვარს თუნდაც 80 წლის იყო უნდა დაბრუნდე. მამუკას წასვლის შემდეგ თითქოს გული ამოაგლიჯეს ჩვენს გუნდს, ესაა სამწუხარო ფაქტი.
იმერელი
01 სექტემბერი 2019 12:21
8
მოდი კიდევ ლეონსიოს, ანტილოპას, ზედგენიძეს, კილასონიას, და სხვებს დაუძახოთ
giorgi
01 სექტემბერი 2019 19:06
2
რა შუაშია "ფეშენ" ცხოვრება აქ? მოუვლელი ბომჟებივით უნდა იყვნენ სტადიონზე ან მის გარეთ?! თუ შოტლანდიელებს რომ თმები ჰქონდათ შეღებილი, იმიტომ ვერ დაგვახიეს ბურთი თავზე?! გორგოძემ სწორი ნაბიჯი გააკეთა თავის დროზე. დღეს უნდა დაუძახო ნაკრებში პატარა ბიჭებს, რომ მიეჩვიონ ბობოლებთან თამაშს და რამდენიმე წელში იქნებ გამოვღლიტოთ მოგება...
Lasha
01 სექტემბერი 2019 13:21
1
ყველა გამოხმაურება
არა უშავს- საჭიროა დასკვნების გამოტანა და მეტად მომზადება-ორგანიზება. გვაჯობეს სისწრაფეში და შეტევების ორგანიზებაში ...როცა 9 ან 10 ნომერი ბურთს იღებს - მას მისდევს ა რ ა ნ ა კ ლ ე ს 5-6 რაგბისტი და რთულია განსაზღვრა მოკლე პასებით რომელს დარჩება ბოლოს ბურთი ლელომდე მისატანად და მის გააზრებაში სერიოზულ უპირატესობას იღებენ და წინ მიიწევენ , ეს არის ძირითადი ტოპ-გუნდების უპირატესობა - სრულად უშეცდომოდ თამაშის მცდელობასთან ერთად : რაქებში, დერეფნებში, დაცვაში ,პასის გადაცემაში,ბურთის გაშლაში ... ჩვენი შეტევები ყოველთვის პროგნოზირებადია და ერთხაზოვანი, რაც უეფექტოა, ძირითადად სისწრაფეა მოსამატებელი და შერკინებაში ჩვეული ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე + შეტევებში სწორად ასე თამაში და მოკლე პასებით გარღვევები! - ამ დონეზეც წარმატებები აუცილებლოდ მოვა ბიჭებო!
გლახუნა
01 სექტემბერი 2019 01:50
5
არაა საჭირო პანიკა და თავში ხელების რტყმევა

ჩვენზე ძლიერი გუნდია, ეს ისედაც ვიცოდით. სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ ასეთი ამხანაგურების და 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო თასის ანაბარა ვართ კლასის ამაღლების ამბავში, დანარჩენი კი - ცოტა სივრცე განვითარებისთვის
rasa
31 აგვისტო 2019 22:27
4
იმაზე უარესი შედეგი დადგა ვიდრე 2011 და 2016 წლებში.
ლევანი
31 აგვისტო 2019 22:09
0
სამარცხვინო იდიოტები. ჰეიგის გარდა კიდევ ბევრი პერსონაა წასასვლელი გუნდიდან და ეს რაც მალე მოხდება მით უკეთესი.მსოფლიოზე არანაირი შანსი არა გვაქ, ლელოს დადება პრიმიტიული,"მამაპაპური" მეთოდით,აიღე და მიეძალეთი ვცდილობთ,არანაირი თამაშის გაშლა.ელემენტარული ხელიდან ხელში გადაცემას ვერ ვაკეთებთ. რას გავს ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ერთ მიტოვებულ "კუნძულზე" ყოფნა?!
oto
31 აგვისტო 2019 22:05
9
დაანებეთ ამ 6ერს თავი დავაი ოკეანეთში და ცოტა ხანში V*X#### თ ამათ

ყველაზე მეტად მაგის ეშინიათ, ეს 6ერი არი სატყუარა რომელზეც თავი უნდა გვაჯახუნებინონ და ყურადღება გადაგვიტანონ ... ოკეანეთი არის ყველაზე ნაღდი ვარიანტი და დიდი საფრთხე “ელიტისთვის“ იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იქ ისე მოვემზადოთ რომ მერე ესენი აქ V*X#### ოთ
Xerxi1XXXxXxXXX
01 სექტემბერი 2019 22:58
0
არის ამ აზრში რაღაც ანტიკური. დასაფიქრებელია ნამდვილად.
ლევანი
02 სექტემბერი 2019 01:32
0
ნუ გვწყინს როცა გვეუბნებიან,რომ ექვსი ერისთვის მზად არ ვართ და კიდევ ბევრი გვიკლია
Levan
01 სექტემბერი 2019 10:58
2
ჩვენ ღვინო,ქალებში და დუდუკში ვართ მარტო მაგრები
ირაკლი
01 სექტემბერი 2019 03:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული