უშანსო მარცხი და გაკვეთილი შოტლანდიისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა.

თავისთავად თბილისში 6 ერის ნაკრების პირველმა სტუმრობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა სამწუხაროდ, "დინამო არენა" არ გაივსო.

დებიუტი ჩვენი გუნდისთვის უხეირო გამოდგა: სტუმრები ლაიდლოუს შესრულებული ორი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, შემდეგ ჩვენი ხაზი გაჭრეს, პულისმა ლელო დადო, ლაიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მერე ჰატჩისონმა ლელო გაიტანა, ლაიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე ანგარიში 0:20 გახდა.

აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და მათიაშვილმა საჯარიმოთი ჩვენს გუნდს პირველი ქულები მოუპოვა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ლაიდლოუმ
საჯარიმოთი 20-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ლელო და გარდასახვა იქით მიიღო.

შემდეგ ბორჯღალოსანთა ხანგრძლივ იერიშს ასეიშვილის ლელო და აბჟანდაძის ლელო მოჰყვა. ეს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ცუდი პირველი ტაიმის მერე თამაშის სურათი შედარებით შეიცვალა.

თუმცა, შოტლანდიელებმა ამას ორი ლელო მოაყოლეს ორ გარდასახვასთან ერთად და 10:44 წავაგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს გუნდს უკეთაც შეუძლიათ თამაში და იმედია, მათთან ერთი კვირის შემდეგ ჩასატარებელ შეხვედრაში თავს უკეთ წარმოაჩენენ.

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კარგად დაინახა გუნდის ნაკლოვანებები, რაზეც მსოფლიო თასამდე დარჩენილ მცირე დროში მოუწევს სერიოზულად მუშაობა.

altმილტონ ჰეიგი: გულშემატკივრების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ - შეცდომები გამოსასწორებელია

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით

altშოტლანდიელთა კაპიტანი: ვთვლით თუ არა საქართველოს მე-7 ერად? - პასუხი გასაგებია

altმიხეილ ნარიაშვილი: ვეცდებით, შოტლანდიაში უკეთეს შედეგს მივაღწიოთ

altშოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

მკითხველის კომენტარები / 105 /
ბიჭებო ჩემი თხოვნა იქნება სწრაფი რაგბი აღარ ითამაშოთ მეტი,ისევ თქვენებურად ჯაჯგურ ჭიდაობით,ასე საძაგლად მაინც აღარ წავაგებთ...ისე ფეხბურთელებს თქვენი ჯანი მისცა და თქვენ მათი აზროვნება პირველები ვიქნებით ორივე სპორტში
ბათუმის ფანი
31 აგვისტო 2019 22:23
8
და პასუხს ვინმე აგებს ამაზე თუ ისევ მარტო ვაქებთ მილტონს (50 პროცენტით უკეთესები ვარო ვიღაცამ) და ვიძახებთ რაგბი ჩვენი თამაშიაო? ეს ხელიდან ბურთის გავარდნები რა გახდა? რა ვეღარ ისწავლეს ბურთის დაჭერა? ოღონდ ახლა არ გვინდა ბურთი სველი იყოო და ეგეთები. რაღა მარტო ჩვენთვისაა ბურთი სულ სველი?
თემო
31 აგვისტო 2019 22:23
3
ისევ ძალისმიერი რაგბი
uchivle
31 აგვისტო 2019 22:19
0
ჩუმად ,ზედმეტი "სიტყვიერი ფაღარათის" მოვიწმინდოთ "სკვინტლი სახიდან"მაჯით და გავისარჯოთ უკეთ , რაგბიშიც და საერთოდ ყველაფერში, ურთერთ სიყვარულით და მხარში დგომით, თუ გვსურს და გვძალოძს, რომ ერად ვიწოდებოდეთ ამა სოფლად სტუმრობისას.
ღვთაებრივი ქარი Great British.
31 აგვისტო 2019 22:15
2
ბიჭებო ჩემი თხოვნა იქნება სწრაფი რაგბი აღარ ითამაშოთ მეტი,ისევ თქვენებურად ჯაჯგურ ჭიდაობით,ასე საძაგლად მაინც აღარ წავაგებთ...ისე ფეხბურთელებს თქვენი ჯანი მისცა და თქვენ მათი აზროვნება პირველები ვიქნებით ორივე სპორტში
ბათუმის ფანი
31 აგვისტო 2019 22:15
4
მოგების მოლოდინი არ მქონდა ცხადია მარა, ჩევისვარეთ.

ამ გუნდით მივდივართ მსოფლიოზე ამბიციებით?))
31 აგვისტო 2019 22:14
1
უკეთესი შედეგის იმედი ყველას გვქონდა მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ არაფერი გასაკვირი არ მომხდარა. 2 წლის წინ გორგოძემ თქვა ინტერვიუში რომ ჯერ 6 ერისგან შორს ვართ თამაშის ხარისხით. სხვა გამოცდილი ლეგიონერებიც იგივეს ამბობენ და რა საჭიროა თავის მოტყუება. ასე რომ ყველაფერს დრო უნდა. თუ მსოფლიოზე ფიჯის მოვუგებთ და ავტომატურად გავალთ მომდევნო მსოფლიოზე ეგ იქნება ძაან დიდი წარმატება და იმედია მოვახერხებთ.
გუჯი
31 აგვისტო 2019 22:13
1
ეს ქართველები სიმაღლეში არ ვიზრდებით? აზერებზე და სომხებზე მაღლები ვაართ? ჯიჯგვი და უკისრო მესმის 3-4 კაცი მარა 11-12 კაცი ? იმათი კვაჭები მგონი ჩვენ 4 და 5 ნომერზე მაღლები იყვნენ.... ლეიდლოუ ჯუჯა მეგონა სანამ გელა არ ამოუდგა გვერდით.... ჭიდაობა არაა რაგბია ოეე უთხარით ვინმემ რაგბის მამებს... 185 დაბალი არ უნდა მიიღოთ რაგბზე ბავშვებში... და არ მომწეროთ ნუ პანიკობო , შოტლანდიაში იმედია უკეთესად ითამაშებენ :))
erevani1
31 აგვისტო 2019 22:12
3
არ ვართ მაინცდამაინც მაღალი ერი ხლა და
rasa
01 სექტემბერი 2019 07:12
2
თარსი ბახტაძე რო დავინახე ტრიბუნაზე მაშინვე მივხვდი რო ძაან ცუდათ დავამთავრებდით ამ შეხვედრას.

სორცმენების ხარჯზე უნდათ პიარის გაკეთება და ეგეც არ გამოდით და პირიქით თარსავენ ამ ბიჭებსაც.
გიგა
31 აგვისტო 2019 22:12
12
მიშა უნდა დაგენახა, იმედი მოგეცემოდა შენ და მოიგებდნენ ჩვენები
kote
01 სექტემბერი 2019 01:16
5
ასეთი განსხვავება კლასში მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო
giorgi
31 აგვისტო 2019 22:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული