გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
მელიტონი ახლა არ მოგწონთ?მან საქართველოს ნაკრები ძალიან მაღლა აწია და უძლიერესებამდე მიიყვანა,კი არ მიიყვანა მათ გააჯიბრა ,რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც ვიოცნებებდით,დაუნახავებო,საკუთარი კუჭფაშის მონებო,თვალახვეულებო,შეიძლება აწი უფრო მეტი განვითარება ჭირდება ჩვენ ნაკრებს,მაგრამ რაც მელიტონმა გააკეთა ჩვენი ნაკრებისათვის მადლობას რატომ არ უხდით?უმადურობა გჭირთ?
ზასტაველი
08 სექტემბერი 2019 12:07
0
ინტერნეტით ადვილია არა სხვისი ლანძღვა-კრიტიკა-დამცირება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს ფიზიკურ ნაკლზე როგორ უნდა დასცინოს ადამიანმა საჯაროდ?? "სტუმარ-მასპინძელი" გამახსენდა ახლა. ----"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო"---.................
ნაცნობი
03 სექტემბერი 2019 20:58
2
იმიტომაც არ არის მსოფლიოში ორ მორაგბეზე მეტი, ვისაც 5 მსოფლიო უთამაშია, რომ არ იყვნენ სხვები ღირსები, რომ წაეყვანათ, თორემ ეგრე ხელოვნურად რომ ხდებოდეს, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ორზე ბევრად მეტი ასეთი მორაგბე იქნებოდა დღეს მსოფლიოში, კვირიკაშვილი ახლა კი არა, კარგა ხნის წინ უნდა გაეშვა მელიტონს, კარგ კაცობას რაც შეეხება, ზუსტად შენ, ჩხაიძევ, არა ხარ კარგი კაცი, ახლა ამის დროა? მაგრამ არა ხარ კარგი კაცი, თორემ მსოფლიოს წინ ამას არ დასწერდი. კვირიკაშვილი კიდევ ჩუმად მაინც იყოს რა, სირცხვილია ბოლო-ბოლო.
ბმბ
03 სექტემბერი 2019 20:16
2
სუყველაფერი პოლიტიკაში და ზოგად ლექციებში ნუ გადაგვყავთ. ყველანაირად არასწორია ის რაც ჩხაიძემ გააკეთა. ერთი რომ წაიყვანო მეკო არ უნდა წაიყვანო ვიღაც ვინც დღეს უკეთესია და რატო? უსამართლობა არ იქნება? და მეორე თუ ასეთი ცუდი მწვრთნელი და ცუდი კაცია ეს მილტონი ახლა დაინახა? მსოფლიოს წინ? არ შეეძლო აქამდე გაეკრიტიკებინა?! უბრალოდ არასწორია ეს ყველაფერი და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს
დათო
03 სექტემბერი 2019 19:48
0
ბევრმა შეიძლება არც იცის რომ წინა მსოფლიოზე თითო მოთამაშემ დაახლოებით 40000 ევრო მიიღო და ბუნებრივია ბევრჯერ მსოფლიოზე მოხვედრა და ამით რეკორდების მოხსნა მიზეზია მხოლოდ.
David
03 სექტემბერი 2019 19:39
0
ტიპიური ჩამყაყებული საბჭოთა საქართველოსდროინდელი აზროვნება, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ფორმაშია, მთავარია ეს კაი ტიპად თვლის და უნდა წაიყვანონ. ამ მიდგომამ დაღუპა ქართული სპორტი და გაანადგურა ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენის კარიერა, როცა მთავარია ფული გქონდეს ან ახლობლები გყავდეს და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. ან უფროს კაცზე და ყოფილ მწვრთნელზე ასეთი ტონით ლაპარაკი რა ვაჟკაცობაა. და ბოლოს, კი მართალია სასამართლომ გაამართლა, მაგრამ მაინც დიდი კითხვის ნიშანია კვირიკაშვილის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ახლა წიოკობის ატეხა, მსოფლიოზე რატომ არ მიყავთო, ვერ მგონია მთლად მართებული
saba
03 სექტემბერი 2019 17:58
1
აბა ჰე, მოსვარეთ ეხლა ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნათელი და სუფთა წერტილი საქართველოს ყოფაში! აბა რა, ქართველებს ხომ სხვანაერად არ შეგვიძლია ვინმე ან რამე მძღ..რში რომ არ ამოვსვაროთ!!!
soxumeli veterani
03 სექტემბერი 2019 17:48
4
multonis mimart zalian bevri kitxva da pretenzia mak rogorc gulshematkivars, magram chxaizis sakcielze erti es shemizlia vtkva SAMARCXVINO xar!
giorgiT
03 სექტემბერი 2019 17:46
1
მელიტონა როგორც მწვრთნელი მეც არ მომწონს, თითქოს ნაკრები ერთ დონეზე გაიყინა კარგია რომ მწვრთნელს ვიცვლით, მაგრამ სანამ მოქმედი მწვრთნელია პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ასე დამმცირებლად ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ყოფილი რაგბისტი არ უნდა მიმართვდეს.
semi
03 სექტემბერი 2019 17:19
1
ეს ფხიზელზე დაწერილს არ ჰგავს!
ირაკლი
03 სექტემბერი 2019 17:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული